10 მაისი კიდევ ერთი გადამწყვეტი დღე იქნება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდისთვის.
თბილისის დროით 21:30 წუთზე, დომჟალესა და ლიუბლიანას სტადიონებზე ევროპის 2012 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები დაიწყება.
ქართველები კვლავ დომჟალეს სტადიონზე ითამაშებენ ისლანდიელებთან. ლიუბლიანას „სტოჟიცეზე" კი, გერმანია საფრანგეთს დაუხვდება და სწორედ, ამ მატჩებში გაირკვევა ჩვენი ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა, რადგან გერმანიას თავი უკვე ქუდში აქვს და ტურნირის გარანტირებული ნახევარფინალი წინ ელოდება.
თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს და გერმანია მინიმუმ არ წააგებს, ჯგუფიდან ჩვენ გავალთ - ეს საუკეთესო შემთხვევაში.
„ისლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არავის ეგონოს. ბოლო 6 წლის განმავლობაში, მათი ასაკობრივი ნაკრები სამჯერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს ფაქტი თავად მეტყველებს ბევრ რამეზე. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების ძალიან მეიმედება და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს დავამარცხ
...
კითხვის გაგრძელება »