ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქუთაისელთა მთავარი კონკურენტი თბილისის "დინამო "კოლხეთთან დამარცხდა და გამარჯვების შემთხვევაში "ტორპედო" ევროპის თასზე გასვლას გაინაღდებდა.
"მეტალურგი" კი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მასაც გამარჯვება სჭირდებოდა.
პრინციპული მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, თუმცა სანახაობრივ მხარეზე მეტად ორთაბრძოლები და ხისტი თამაში ჭარბობდა.
შეხვედრა სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. რუსთაველები ბევრს მოძრაობდნენ, ერთმანეთს კარგად ეხსნებოდნენ და კომბინაციური თამაშით სწრაფად ცდილობდნენ მეტოქის კართან მიახლოებას. ქუთათურები კი პირიქით, მოედნის ცენტრში აყოვნებდნენ ბურთს და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას უფრო მეტხანს ანდომებდნენ. მათი შეტევები კი, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა, სადაც რიგვავა და დოლიძე აქტიურობდნენ.
შეხვედრის დებიუტში სტუმართა გამოკვეთილმა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძე
... კითხვის გაგრძელება »
დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სპორტის მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ ერთობლივ ბრიფინგზე საგანგებო განცხადება გააკეთეს:
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით, ფეხბურთში ევროპის 2020 წლი
... კითხვის გაგრძელება »
საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები ელიტ–რაუნდისთვის ემზადება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მატჩებს ხორვატიაში ჩაატარებს. გუნდი ზაგრებში 22 მაისს გაემგზავრება. ქართველ 19–წლამდელთა მეტოქეები ელიტ–რაუნდის VI ჯგუფში ბოსნია–ჰერცოგოვინის, ხორვატიის და ავსტრიის გუნდები იქნებიან.