საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა.
ვერ ვიტყვით, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირის ფავორიტ გერმანიას აჯობა, მაგრამ ტოლიც არაფერში დაუდო და მართალია, გამარჯვებასთან ახლოს არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც შეეძლო, რომ პირველი ქულა მოეპოვებინა.
სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.
შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის დაცვას კბილი მალევე მოუსინჯეს და პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს - ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ვანო წილოსანის თავური მოჰყვა, რომელსაც გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერი გაუმკლავდა.
საწყის წუთებში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებისა იყო და პირველი კუთხურიც ჩვენებმა მოაწოდეს.
მომდევნო ორი სახიფათო შეტევაც ქართველებმა განახორციელეს. ნიკა ახვლედიანის დარტმას გერმანელ
...
კითხვის გაგრძელება »