მარტვილის "მერანმა” ცუდი ტრადიცია ვერ დაარღვია და რუსთავის "მეტალურგთან” ქულა ვერც ამჯერად აიღო – 2:3. მასპინძლებს ამის შანსი მატჩის მიწურულამდე ჰქონდათ, მაგრამ იმედი ირაკლი მოდებაძემ გადაუწურათ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გოლის გემო მარტვილში გაიხსენა. გორში "დილამ” ზუგდიდის "ბაია” მიიღო და უპრობლემოდ – 3:1 დაამარცხა. კვლავ გამოიჩინა თავი მათე ვაწაძემ, რომელმაც შიდაქართლელთა გუნდში ჩარიცხვის შემდეგ, მეტოქეთა კარი უკვე მერვედ აიღო.
2012 წლის 28 აპრილს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-9 ტურის მატჩები, სადაც გორის „დილა" რუსთავის „მეტალურგს" ესტუმრა ფოლადის სტადიონზე.
ტურის ცენტრალური მატჩი კი იმერული დერბი იყო, სადაც ქუთისის „ტორპედომ" მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონს" უმასპინძლა, რომელიც ცოტა მოგვიანებით 18:00 საათზე დაიწყო და ქუთაისელებმა ბოლო წუთებში მეორე გატანილი ბურთის წყალობით ზესტაფონელები პირველ ადგილს ჩამოაშორეს, შეხვედრაში სამი ბურთი გავიდა და 2-1 დასრულდა.
ახლა კი ჩვენს შეხვედრას დავუბრუნდეთ, გორელებმა და რუსთაველებმა შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ჩაატარეს, განსაკუთრებით, მასპინძელი აქტიურობდნენ და ორჯერ "დილას” კარი ძელმა იხსნა.
თუმცა შეხვედრაში ყველაზე რეალური მომენტი 70-ე წუთზე შეიქმნა, როცა შეცვლაზე შემოსულ კანდელაკს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ გორელთა კიპერმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და სიზუსტეზე გათვლილი დარტყ
... კითხვის გაგრძელება »
რუსთავის "მეტალურგს”, სეზონში ზუგდიდელთა მეოთხედ დამარცხება ჰქონდათ გეგმაში და დასახული ამოცანა უპრობლემოდ შეასრულეს. მატჩის მე-7 წუთზე, მიზანს გივი კვარაცხელიას ზუსტმა დარტყმამ მიაღწია.
”ბაია” (ზუგდიდი) - ”მეტალურგი” (რუსთავი) 0:1 (0:1) 22 აპრილი. ზუგდიდი, ”ბაიას” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ”ბაია”: მაქაცარია, გიორგი ქვარცხავა (პაჭკორია, 60), ნიკა შონია (ენდელაძე, 76), კუტალია, სიხარულია (კუკავა, 56), გიორგი გაბედავა, შოთა ლომია, აფაქიძე, ზურაბ ქვარცხავა, აქუბარდია, ლევან აკობია. მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა. ”მეტალურგი”: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, მახვილაძე, თექთურმანიძე (გიორგი სეთურიძე, 66), გეწაძე (სიხარულიძე, 75), გივი კვარაცხელია, ირაკლი მაისურაძე, სევასტი თოდუა, ტატანაშვილი (ქავთარაძე, 86), ჯაფარიძე, რაზმაძე. მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი. გოლი: 0:1 კვარაცხელია (7). გაფრთხილებები: გაბედავა (30), გეწაძე (57), აქუბარდია (74). მსაჯ
... კითხვის გაგრძელება »