მთავარი » 2012 » მაისი » 3 » მეტალურგი (რუსთავი) 0-1 ზესტაფონი
3:01 PM
მეტალურგი (რუსთავი) 0-1 ზესტაფონი

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალი. განმეორებითი მატჩი.


"მეტალურგი” (რუსთავი) - "ზესტაფონი” 0:1 (0:1) (პირველი მატჩი 1:1)18 აპრილი.

რუსთავი, "ფოლადი”.

"მეტალურგი”: ბათიაშვილი, გივი კვარაცხელია, დობროვოლსკი, ქავთარაძე (გიორგი მიქაბერიძე, 76), ირაკლი მაისურაძე, სევასტი თოდუა (ჯაფარიძე, 46), თექთურმანიძე, გიორგი სეთურიძე, გავაშელიშვილი, გეწაძე (ტატანაშვილი, 57), სიხარულიძე.

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

"ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, ელიავა, გორგიაშვილი, შარიქაძე, აფციაური (რაჟამაშვილი, 84), დავით მუჯირი (ბაბუნაშვილი, 64), დვალი, წინამძღვრიშვილი (ოვონიკოკო, 67).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლი: 0:1 გორგიაშვილი (18).გაფრთხილება: დობროვოლსკი (87).მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი; ლევან თოდრია, ზაზა ფიფია; ჯენერი ხორავა.E



მიმდინარე სეზონის ორი უდავოდ გამორჩეული გუნდი ერთმანეთს ფინალში რომ შერკინებოდა, ალბათ, ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ნახევარფინალური წყვილები კენჭისყრით შედგა და აბა, გაბედოს ვინმემ და თქვას, რომ წილისყრა "ბრმა" არ ყოფილაო!..

ასეა თუ ისე, ფინალისტები გაირკვნენ და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონს" კვლავაც მიეცემა შანსი, საქართველოს თასი რომ მოიპოვოს. ეგ კი არა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ 26 მაისს (ანუ თასის ფინალს) გია ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონის რანგში შეხვდეს.

თუმცა მოვლენების ასეთი განვითარების ნაკლებად სჯერათ რუსთავში: თასის წილისყრისას ხომ არ გაუმართლათ (რაღა მნიშვნელობა აქვს, ნახევარფინალში შეგნებულად დაწყვილდნენ "მეტალურგი" და "ზესტაფონი", თუ მართლაც ალალი კენჭისყრა იყო), სამაგიეროდ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი კვლავაც ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს.

ჰოდა, 6 მაისს მართლაც "დიდი მატჩი" (ქართული საზომებით, რა თქმა უნდა) გველოდება - თასი ნახევარფინალის მეტოქეების მონაწილეობით. თუმცა, იქამდე ხომ ორივე გუნდმა სამ-სამი მატჩი უნდა ჩაატაროს, ანუ გაგრძელება იქნება...

ახლა კი 18 აპრილს გამართულ მატჩზეც ვთქვათ, რუსთაველ (და არამარტო) ქომაგთა შორის დიდი ინტერესი რომ გამოიწვია. აღარაფერს ვამბობთ ვიპ-ლოჟაზე, სადაც უამრავი საპატიო სტუმარი თუ მასპინძელი პირველი ტაიმით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ჰო, რასაც ფეხბურთი ჰქვია (ისევ და ისევ, ჩვენი საზომებით), ეს პირველ ტაიმში ვიხილეთ: მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალებით, ცალკეული ფეხბურთელების გაბრწყინებითა და, რაც მთავარია, ერთადერთი გოლითაც!

ისე, თამაშის სცენარი მართლაც უცნაური იყო: საწყისი 15 წუთი მასპინძელთა მართლაც აშკარა უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი, მხოლოდ ზუსტი დარტყმაღა აკლდა "მეტალურგის" გამუდმებულ იერიშებს. განსაკუთრებით კი ირაკლი მაისურაძის, გიორგი თექთურმანიძისა და ირაკლი სიხარულიძის შემტევი "ტრიო" აქტიურობდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძელთა საბოლოო დარტყმებს ხან სიზუსტე აკლდა, ხან კიდევ სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე თამაშობდა დამაჯერებლად.

საერთოდაც, კვასხვაძემ ეს მატჩი ჩინებულად ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილიც შეიტანა. თუმცა ისევ პირველი ტაიმის საწყის წუთებს დავუბრუნდეთ, - მე-17 წუთი იქნებოდა, "ზესტაფონმა" პირველად რომ "გაბედა" მეტოქის საჯარიმოსთან მისვლა და პირველსავე ცდაზე თითქმის 100-პროცენტიანი მომენტიც შექმნა!

ჯაბა დვალის წამოწყებული კომბინაცია დავით მუჯირმა თავისი მართლა "საფირმო" პასით გააგრძელა და რატი წინამძღვრიშვილიც უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილს ვერ აჯობა. თუმცა ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული, სტუმრებმა გოლი რომ გაიტანეს: თორნიკე აფციაურის შორეული პასის მერე თორნიკე გორგიაშვილმა ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში შეაგორა (მასპინძელთა უკანახაზელთა შეუთანხმებელი მოქმედება აშკარაზე მეტი იყო).

აი, ამის მერე "მეტალურგი" მხოლოდ ერთხელ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ რევაზ გეწაძის დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

სამაგიეროდ, სტუმრებმა გაილაღეს და პირველი ტაიმის ბოლომდე რამდენჯერმე შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა: ჯაბა დვალისა და რატი წინამძღვრიშვილის დარტყმები ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. ერთ ეპიზოდში დვალს სულ მცირედი დააკლდა. კულმინაცია კი მუჯირის უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენა იყო, თუმცა "მუმუმ" ბურთი რუსთაველთა კარს ზემოდან გადააცილა.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო: გიორგი სეთურიძის ფლანგური ჩაწოდების მერე რევაზ გეწაძე თავური დარტყმით ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

ამის შემდეგ ტემპიც დაეცა და ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო: გიორგი ქავთარაძესა და გიორგი თექთურმანიძეს დარტყმებს მართლაც "ოლიმპიური სიმშვიდით" აღუდგა წინ როინ კვასხვაძე. შეცვლაზე შემოსულმა აბაიომო ოვონიკოკომ კი ხელსაყრელი სიტუაციიდან ერთობ არაზუსტად დაარტყა.

მერე იყო მსაჯის მიერ დამატებული 3 წუთი და ის ეპიზოდიც, მასპინძელთა აზრით, არბიტრს "ზესტაფონის" კარში პენალტი რომ უნდა დაენიშნა. თუმცა ასე არ მოხდა და "ზესტაფონმაც" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ფინალის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 716 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0