საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და 13 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს!
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის მიწურულს კი, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების უშუალო მონაწილეობით, დავით დარციმელიამ გამარჯვებისა და ნახევარფინალის საგზურის მომტანი ერთადერთი გოლი გაიტანა და ამით, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერა.
საგოლე შეტევა ცენტრიდან მათე ცინცაძემ წამოიწყო და საჯარიმოს სიახლოვეს ნიკოლოზ ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც ისლანდიელ მცველთან ჭიდილში, ერთი შეხებით ულამაზესი პასი გააკეთა; შეტევაში ჩართულ გიგა სამხარაძეს ხელს უკვე არავინ უშლიდა, რომ ზუსტი გადაცემა გაეკეთებინა. ქართველმა მცველმა ბურთი დაბალი ტრაექტორიით საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც ორ მცვ
... კითხვის გაგრძელება »