სხვაგან სად მოხდება ასეთი ამბავი?! ქვეყნის ჩემპიონობას ერთდროულად ორი გუნდი ზეიმობს!
ნამდვილად საავტორო უფლება გვაქვს დასაპატენტებელი, თანაც, სასწრაფოდ; ემანდ, ვინმე უცხოტომელმა არ დაიბრალოს ჩვენი დებულების ავტორობა. მერე სადღა იქნება ბოლო ტურში ესოდენ დიდი ინტრიგა, ანდა სადღა გვეყოლებიან როგორც დე-იურე, ისე დე-ფაქტო ჩემპიონები?
20 მაისს "მეტალურგი" ფოთში აღნიშნავდა ჩემპიონობას, "ზესტაფონი" კი - საკუთარ არენაზე. თუმცა, ალბათ, ამ ტრაგიკომიკურ ამბავს გაგრძელება კიდევ მოჰყვება.
მატჩის შემდეგ რუსთაველთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა: "ჩვენი საქმე თამაში, ბრძოლა და მოგებაა. მოედნის გარეთ რაც ხდება, ეს უკვე ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების პრეროგატივაა".
"მეტალურგს" გადამწყვეტ შეხვედრაში უმოტივაციოდ მყოფ "კოლხეთთან" მოგება სჭირდებოდა და მოიგო კიდეც. გაქარწყლდა იმათი ვარაუდები, ვინც ფიქრობდა, რომ ზღვისპირული კლუბი "მეტალურგს" "თავს შეაკლავდა" და ფოთიდან დაღონებუ
...
კითხვის გაგრძელება »