76-ე წუთი იყო, როცა შეცვლაზე შესულმა ირაკლი მაისურაძემ დრიბლინგი წამოიწყო და საჯარიმოს მისადგომებთან შეაჩერეს, თუმცა რევაზ გეწაძემ ძლიერი დარტყმით აუღებელი დაურტყა "დილას” მეკარე მარინ სკენდერს და 1:0. ასე გავიდა ერთადერთი გოლი, რომელმაც რუსთავის "მეტალურგი” ჩემპიონატის ლიდერად აქცია. მთლიანობაში, რუსთაველები უპირატესობას ფლობდნენ და "დილამ” შეტევაში აქტიურობა მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ დაიწყო – ჩქარობდნენ და გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს. ორივე გუნდს აკლდა წამყვანი ფეხბურთელები: "მეტალურგს” სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა ირაკლი მაისურაძე და გიორგი ქავთარაძე (მატჩის შემდეგ, კობა ჟორჟიკაშვილმა თქვა, შეუძლოდ იყვნენო), ხოლო "დილას” ლაშა სალუქვაძე საერთოდ არ ჰყოლია განაცხადში, მათე ვაწაძე და ალექსანდრე ინწკირველი კი 18 კაცს შორის იყვნენ, მაგრამ მინდორზე არ შესულან. ნამატჩევს გორელთა თავკაცმა თემურ შალამბერიძემ განაცხადა, ზოგიერთი ფეხბურთელი ახალი ნაოპერაციევია და ხელოვნურ
... კითხვის გაგრძელება »