მთავარი » 2012 » მაისი » 5 » U17. ევროპის ჩემპიონატი: დასანანი 0:1 გერმანიასთან
7:01 PM
U17. ევროპის ჩემპიონატი: დასანანი 0:1 გერმანიასთან

 საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. 


ვერ ვიტყვით, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირის ფავორიტ გერმანიას აჯობა, მაგრამ ტოლიც არაფერში დაუდო და მართალია, გამარჯვებასთან ახლოს არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც შეეძლო, რომ პირველი ქულა მოეპოვებინა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.

შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის დაცვას კბილი მალევე მოუსინჯეს და პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს - ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ვანო წილოსანის თავური მოჰყვა, რომელსაც გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერი გაუმკლავდა.

საწყის წუთებში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებისა იყო და პირველი კუთხურიც ჩვენებმა მოაწოდეს.

მომდევნო ორი სახიფათო შეტევაც ქართველებმა განახორციელეს. ნიკა ახვლედიანის დარტმას გერმანელი მცველი გადაეღობა და ბურთი კარს ასცდა, დავით ჯიქიამ კი შორიდან სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ შნიტცლერს ვერ აჯობა.

ტაიმის მიწურულს უკვე გერმანელებმა სცადეს დაწინაურება, თუმცა მათი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელის, საიდ ბენკარიტისა და კაპიტნის, ლეონ გორეტცკას დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა.

საწყისმა 40-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერ ალექსანდრე ადამიას თამაშში ჩართვა, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია. პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერში ჩამოვუვარდებოდით და რიგ კომპონენტებში ვჯობდით კიდეც.

გერმანელებმა ტემპი მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გაზარდეს და ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგეზე უკეთაც ითამაშეს. ფრე ჩვენთვის ურიგო შედეგი სულაც არ იქნებოდა, მაგრამ მაისურაძის ბიჭები ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარან და მეტოქის იერიშებს დროდადრო თავადაც მწვავედ პასუხობდნენ.

46-ე წუთზე ბენკარიტს ოდნავ უმტყუნა მიზანმა, 49-ეზე კი ჩვენმა გუნდმა ყველაზე რეალური საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან - ჯიქიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.

სამწუხაროდ, ეს ქართველთა უკანასკნელი საგოლე შესაძლებლობა აღმოჩნდა. მეორე ტაიმის შუაწელში შტეფან ბიოგერის გუნდმა განსაკუთრებით იმძლავრა - 56-ე წუთზე ადამიამ კარი გაუმართლებლად დატოვა, ბენკარიტმა მას ბურთი თავზე გადაუგდო და მიზანმა სულ ოდნავ უმტყუნა.

ერთ წუთში ადამიამ ბენკარიტისვე დარტყმა მოიგერია, გოლი კი ნაკლებად საშიშ ვითარებაში მივიღეთ - მაქს მაიერის დარტყმას ჩვენი მეკარე აუცილებლად გაუმკლავდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბურთი საქართველოს ნაკრების კაპიტან ნიკა ჭანტურიას მოხვდა, მიმართულება სულ ოდნავ შეიცვალა და ადამიამ კარი ვეღარ იხსნა.

გერმანელებს უპირატესობის შენარჩუნება დიდად არ გასჭირვებიათ და დარჩენილ დროში ანგარიშის სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, ქართველებმა კი მათ დაცვას გასაღები ვერ მოუძებნეს.

რა გვეთქმის - ფრე შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხით ძალიან ძლიერ მეტოქესთან და შესაძლოა, ევროპის მომავალ ჩემპიონთანაც.

რა თქმა უნდა, უსიამოვნო ამბავია, მაგრამ ტრაგედია არ არის. საბედნიეროდ, ელიტრაუნდისგან განსხვავებით, ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან მეორეადგილოსანიც გადის და ამ შანსის გამოსაყენებლად უნდა ვიბრძოლოთ.

7 ივნისს ქართველთა მეტოქეები ფრანგები იქნებიან და ეგებ მათი წინააღმდეგობა მაინც დაძლიონ.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი
4.05. ლიუბლიანა. სტოჟიცე. 600 მაყურებელი
საქართველო-გერმანია 0:1
0:1 მაიერი (60)

საქართველო გერმანია
4-4-2 4-2-3-1
ადამია შნიტცლერი
კაკაბაძე იტერი
დვალი სარი
ნ. ჭანტურია სიულე
სამხარაძე დუდზიაკი
ჭეჭელაშვილი ბრანდენბურგერი
პაპუნაშვილი გორეტცკა
გოროზია ბრანდტი
ახვლედიანი მაიერი
ჯიქია დიტგენი
წილოსანი ბენკარიტი

მწვრთნელები:
ვ. მაისურაძე შ. ბიოგერი

საქართველო
63. გოროზია - ცინცაძე
65. ჯიქია - დარციმელია
71. ახვლედიანი - მზევაშვილი
სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, მესხი, აბურჯანია

გერმანია
41. დიტგენი - შტენდერა
73. მაიერი - აკპოგუმა
79. ბრანდტი - კემპფი
სათადარიგოები: შვებე, შტარკი, ვერნერი, ლოკემპერი

გაფრთხილება: ჭეჭელაშვილი (28), ჭანტურია (68)

არბიტრი: ი. კრუჟლიანი (სლოვაკეთი)

სტატისტიკა
საქართველო-გერმანია
3 კარში დარტყმა 4
2 კარისკენ დარტყმა 9
5 კუთხური 3
8 ჯარიმა 5
2 გაფრთხილება 0

A ჯგუფი
საფრანგეთი-ისლანდია 2:2
გოლები: 1:0 შემლალი (7), 2:0 მატიალი (56), 2:1 ბირგისონი (66), 2:2 ჰერმანსონი (77)

ისლანდიელებმა ფრეს ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაში მიაღწიეს და 4 მაისსაც დაამტკიცეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილან. კუნძულელებმა საფრანგეთთან მიღწეული ფრით ნახევარფინალში გასვლის შანსი გაიჩინეს, ჩვენ კი გაგვიძლიერეს იმედი, რომ საფრანგეთთან ტოლსწორად ბრძოლა და გამარჯვება ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება.

1. გერმანია 1 0 0 0 1-0 3
2. საფრანგეთი 1 0 1 0 2-2 1
3. ისლანდია 1 0 1 0 2-2 1
4. საქართველო 1 0 0 1 0-1 0

7 მაისი
საფრანგეთი-საქართველო
ისლანდია-გერმანია

B ჯგუფი
პოლონეთი-ბელგია 1:0
გოლი: 1:0 შტეპინსკი (65)

სლოვენია-ჰოლანდია 1:3
გოლები: 0:1 ფლუტი (13), 0:2 ლუმუ (35), 0:3 აკე (61), 1:3 ზაჰოვიჩი (74)

1. ჰოლანდია 1 1 0 0 3-1 3
2. პოლონეთი 1 1 0 0 1-0 3
3. ბელგია 1 0 0 1 0-1 0
4. სლოვენია 1 0 0 1 1-3 0

7 მაისი
ჰოლანდია-ბელგია
სლოვენია-პოლონეთი

"არწაგება თავისუფლად შეგვეძლო" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 695 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0