მთავარი » 2012 » მაისი » 10 » U17 ნახევარფინალის საგზურის მოლოდინში...
10:35 PM
U17 ნახევარფინალის საგზურის მოლოდინში...

 


 10 მაისი კიდევ ერთი გადამწყვეტი დღე იქნება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდისთვის.


თბილისის დროით 21:30 წუთზე, დომჟალესა და ლიუბლიანას სტადიონებზე ევროპის 2012 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები დაიწყება.

ქართველები კვლავ დომჟალეს სტადიონზე ითამაშებენ ისლანდიელებთან. ლიუბლიანას „სტოჟიცეზე" კი, გერმანია საფრანგეთს დაუხვდება და სწორედ, ამ მატჩებში გაირკვევა ჩვენი ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა, რადგან გერმანიას თავი უკვე ქუდში აქვს და ტურნირის გარანტირებული ნახევარფინალი წინ ელოდება.

თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს და გერმანია მინიმუმ არ წააგებს, ჯგუფიდან ჩვენ გავალთ - ეს საუკეთესო შემთხვევაში.

„ისლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არავის ეგონოს. ბოლო 6 წლის განმავლობაში, მათი ასაკობრივი ნაკრები სამჯერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს ფაქტი თავად მეტყველებს ბევრ რამეზე. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების ძალიან მეიმედება და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს დავამარცხებთ და ნახევარფინალში ჩვენ გავალთ! ცუდი კი, ისაა, რომ გერმანია - საფრანგეთის თამაშზე ვართ დამოკიდებული" - განაცხადა მატჩისწინა ტრადიციულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ.

ვასილ მაისურაძემ გუნდი დილით, რადომლიეს სპორტკომპლექსზე ავარჯიშა და მოთამაშეები დიდადაც არ დაუტვირთავს. შემდეგ, ნაშუადღევს, გუნდი თეორიულ მეცადინეობაზე შეიკრიბა. დარჩენილი დრო კი, მხოლოდ განტვირთვასა და დასვენებას დაეთმო.

მატჩის დღეს, ჩვენი გუნდი დილის მცირე, გამამახნევებელ ვარჯიშს გამართავს და თამაშამდე დარჩენილ დროში, კვლავ დაისვენებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისლანდიასთან მატჩი თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სლოვენია, ლიუბლიანა
ნანახია: 698 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0