მთავარი » 2012 » მაისი » 25 » საქართველომ სეზონი მარცხით დაასრულა
8:01 PM
საქართველომ სეზონი მარცხით დაასრულა

 ავსტრიული ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე" გუშინ გამართული მატჩით, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უკან კიდევ ერთი სეზონი მოიტოვა. „ჯვაროსნების" მეტოქე თურქეთის ნაკრები გახლდათ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ვერ შეძლო, მაგრამ ევრო-2012-ის დაწყებამდე, ჩვენგან განსხვავებით კიდევ 4 საკონტროლო მატჩის გამართვას გეგმავს. ამ ფონზე, აბდულა ავჩი ექსპერიმენტული შემადგენლობით წარსდგა ქართველების წინაშე და ის, რომ ჩვენებურები 1:3 დამარცხდნენ, უფრო მათ სისუსტეზე მეტყველებს, ვიდრე მეტოქის სიძლიერეზე.

ანგარიში თურქთა კაპიტანმა ჰამით ალტინტოპმა, მე-12 წუთზე გახსნა, როცა ქართველების დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძე, ცენტრში კი ყველა შეცდა ვისაც მადრიდის „რეალის" ლეგიონერის მეურვეობა მართებდა - 0:1.
მეტოქემ მეორე გოლი ტაიმის ბოლომდე გაგვიტანა. ამჯერად დაცვის ცენტრში ალეკო ამისულაშვილმა პეკტემეკთან წააგო საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთი ნური შაჰინს მიუვიდა, რომლის „დაბლიდან" დარტყმულს გიორგი ლორიამ ვერაფერი მოუხერხა - 0:2.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ქართველების უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კარში გასული გოლიც ლოგიკური იყო. საგოლე შეტევა, „ჯვაროსანთა" კაპიტანმა ზურაბ ხიზანიშვილმა, საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული გრძელი პასით დაიწყო. ბურთი მარცხენა ფლანგზე ნიკა გელაშვილმა მიიღო, რომელმაც თურქების საჯარიმოს მისადგომებთან ჯაბა კანკავასკენ გადაამისამართა. ამ უკანასკნელმა ეფექტურად გაატარა ბურთი და დავით თარგამაძეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა - 1:2.
აქედან ხუთიოდე წუთში, ჩვენს გუნდს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ კიპერის თავგანწირულმა თამაშმა, რაც მას მოედნის დატოვებად დაუჯდა, ანგარიში უცვლელი დატოვა. ამისულაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმა ჩენქი გონენმა მოიგერია, იქვე მყოფმა ლევან მჭედლიძემ დაამატა, მაგრამ ბურთი თურქ მეკარეს სახეში მოხვდა და მომენტიც ასე განიმუხტა.
ამის შემდეგ, მეტოქემ თამაშის მისთვის სასურველ კალაპოტში გადაყვანა შეძლო. მეტი აქტიურობისთვის თავს ვეღარც ქართველები იწუხებდნენ, რომელთაგან მატჩის დარჩენილი დროის გამორჩეული ფიგურა მურთაზ დაუშვილი გახლდათ. მან საკუთარ საჯარიმოში ხელით ორჯერ ითამაშა - პირველად არბიტრმა დაინდო და „თვალებშუა" გაატარა ეპიზოდი, მეორედ კი, ჩვენს კარში პენალტი დანიშნა. დარტყმა სელჩუკ ინანმა შეასრულა, ლორია კუთხეს მიუხვდა, მაგრამ მოგერიება მაინც ვერ შეძლო - 1:3.
მარკუს ჰამეტერის საფინალო სასტვენამდე, მერთი გიუნოკის კარს ხიფათი თორნიკე ოქრიაშვილის ძლიერმა დარტყმულმა შეუქმნა, რომელიც კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მის უახლოეს საკონტროლო მატჩს 15 აგვისტოს, ლუქსემბურგში, იქაურ პირველ ნაკრებთან გამართავს.

თურქეთი - საქართველო 1:3 (0:2)
ზალცბურგი. 24 მაისი, 2012 წელი. „რედ ბულ არენა", 1000 მაყურებელი. 22:00
თურქეთი (33): ჩენკ გიონენი (მერთი გიუნოკი, 62), სერდარ კურტულუსი, ეგემენ კორკმაზი, იომერ ტოპრაკი, ისმაილ კიუბაში, ნური შაჰინი (არდა თურანი, 57), ჰამით ალტინტოპი (ჩანერ ერკინი, 70), მეჰმეთ ტოპალი, სერკან სარარერი, გიოკჰან ტიურე (სელჩუკ ინანი, 57), მუსტაფა პეკტემეკი (უმუთ ბულუთი, 61).
მთავარი მწვრთნელი: აბდულა ავჩი.
საქართველო (95): ლორია, ლობჟანიძე (დაუშვილი, 46), კაშია, ამისულაშვილი, დავით კვირკველია (ძალამიძე, 89), კანკავა (ლიპარტია, 72), ხიზანიშვილი (კაპ.) (ფოფხაძე, 63), თარგამაძე (ოქრიაშვილი, 64), კობახიძე, გელაშვილი, დვალიშვილი (მჭედლიძე, 46).
სათადარიგოები: რევიშვილი, მიგინეიშვილი, ხუბუტია, საბა კვირკველია, ყენია.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გაფრთხილებები: ტოპრაკი (79), მჭედლიძე (90).
გოლები: 0:1 ალტინტოპი (12), 0:2 შაჰინი (39), 1:2 თარგამაძე (51), 1:3 ინანი (82, პენ.).
მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია).

ნანახია: 713 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0