მთავარი » 2012 » მაისი » 4 » რას წერენ ჩვენზე
6:23 PM
რას წერენ ჩვენზე

 76-ე წუთი იყო, როცა შეცვლაზე შესულმა ირაკლი მაისურაძემ დრიბლინგი წამოიწყო და საჯარიმოს მისადგომებთან შეაჩერეს, თუმცა რევაზ გეწაძემ ძლიერი დარტყმით აუღებელი დაურტყა "დილას” მეკარე მარინ სკენდერს და 1:0. ასე გავიდა ერთადერთი გოლი, რომელმაც რუსთავის "მეტალურგი” ჩემპიონატის ლიდერად აქცია. 
მთლიანობაში, რუსთაველები უპირატესობას ფლობდნენ და "დილამ” შეტევაში აქტიურობა მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ დაიწყო – ჩქარობდნენ და გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს.
ორივე გუნდს აკლდა წამყვანი ფეხბურთელები: "მეტალურგს” სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა ირაკლი მაისურაძე და გიორგი ქავთარაძე (მატჩის შემდეგ, კობა ჟორჟიკაშვილმა თქვა, შეუძლოდ იყვნენო), ხოლო "დილას” ლაშა სალუქვაძე საერთოდ არ ჰყოლია განაცხადში, მათე ვაწაძე და ალექსანდრე ინწკირველი კი 18 კაცს შორის იყვნენ, მაგრამ მინდორზე არ შესულან. ნამატჩევს გორელთა თავკაცმა თემურ შალამბერიძემ განაცხადა, ზოგიერთი ფეხბურთელი ახალი ნაოპერაციევია და ხელოვნურსაფარიან მინდორზე თამაში აკრძალული აქვთო.
პირველი ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით ჩამორჩებოდა მეორეს, გუნდებმა შესვენებამდე სულ ორიოდე კარგი კომბინაცია გვაჩვენეს და ტემპიც არ იყო მაღალი. ორ მომენტს გამოვარჩევთ: მე-16 წუთზე გეწაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ არეულობა შეიქმნა და ირაკლი სიხარულიძე ურტყამდა, თუმცა ლაშა თოთაძე გადაეფარა ბურთს. მალევე, "დილას” მეკარე მარინ სკენდერმა შესანიშნავი ნახტომი გვაჩვენა, როცა სიხარულიძის თავურს ნახტომში მისწვდა და ჯერ ხელით მოიგერია, შემდეგ კი ფეხიც წააშველა და ხიფათი განმუხტა.
"მეტალურგს” უპირატესობა ჰქონდა, თუმცა არცთუ დიდი. "დილას” მცველები სიხარულიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, ეგაა, რუსთაველები ფლანგებიდან აქტიურობდნენ: გიორგი თექთურმანიძე და რევაზ გეწაძე თამაშის გამწვავებას ახერხებდნენ.
მეორე ტაიმში რუსთაველებმა ტემპს და სიმწვავეს უმატეს. დენის დობროვოლსკი შორიდან ცდილობდა გატანას და სკენდერმა ბურთი ხელებში შეიმაგრა, ხოლო 54-ე და 59-ე წუთებზე, თექთურმანიძეს სასწაულად არ გაუმართლა – ჯერ ძელს, შემდეგ კი ხარიხას მოარტყა შორიდან დარტყმების შემდეგ.
67-ე წუთზე კი, "დილას” მცველ ივანე კანდელაკს (ორი წუთით ადრე შევიდა მინდორზე) საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი და არბიტრმაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ლუკა რაზმაძემ კუთხეში დაარტყა, თუმცა სკენდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მეკარეა – ხორვატი გადახტა და ხელებში გააშეშა ბურთი.
საბოლოოდ, გეწაძის დარტყმული გახდა საბედისწერო.
და კიდევ, გორელი გულშემატკივრები მეორე ტაიმში სკანდირებდნენ: "ზესტაფონი, ჩემპიონ!”. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, "დილას” ზესტაფონელთა ჩემპიონობა უფრო აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში, თასის ფინალში წაგებითაც გავლენ ევროტურნირებზე.
მატჩის შემდეგ
თემურ შალამბერიძე ("დილას” მწვრთნელი): - უპირველესად, რუსთაველებს ვულოცავ გამარჯვებას. დასანანი გოლი გავუშვით. ისე, ხელოვნურსაფარიან მინდორზე თამაში გვიჭირს.
- რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც წინა მატჩებს სასტარტოში იწყებდნენ, დღეს არ გყავდათ. რატომ?
- მიზეზი ტრავმებიცაა და საფარის ფაქტორიც. ზოგიერთი ფეხბურთელი მაინც ახალი ნაოპერაციევია და ხელოვნურზე თამაში აკრძალული აქვს.
კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგის” მწვრთნელი): "კარგია, რომ "დილას” გარშემო ამხელა აჟიოტაჟია და ასეც უნდა გაგრძელდეს. "დილას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და მწვრთნელებმაც მოკლე დროში დაატყეს ხელი გუნდს. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, საჩემპიონო რბოლაში მდევრის როლში ვართ, ეს კი, ფსიქოლოგიურად რთულია. ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, თამაშის მიხედვით, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ.
... რაც შეეხება რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის სათადარიგოში ყოფნას, მაისურაძე რამდენიმე დღე შეუძლოდ იყო. ქავთარაძესაც ექიმების დახმარება დასჭირდა. ზოგადად, როტაციასაც მივმართავთ”.
28.04. 16:00. რუსთავი. "ფოლადი”.
"მეტალურგი” (რუსთავი)-"დილა” (გორი) 1:0 (0:0)
მეტალურგი: ბედიაშვილი, სევასტი თოდუა (სეთურიძე 61), გივი კვარაცხელია, მახვილაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, თექთურმანიძე (ქავთარაძე 80), დობროვოლსკი (ირაკლი მაისურაძე 74), გეწაძე, ტატანაშვილი.
დილა: სკენდერი, ალადაშვილი, ქარქუზაშვილი, თოთაძე, მეგრელიშვილი, კაშია, ბეჭვაია (კანდელაკი 66), სანდრო გურული, კახელიშვილი, გოგინაშვილი (ახალკაცი 46), ბარაბაძე (რევაზ ჯიქია 13).
გოლი: 1:0 გეწაძე (76).
67-ე წუთზე რაზმაძემ ("მეტალურგი”) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
გაფრთხილება: სკენდერი (56), ჯიქია (83).
არბიტრი: ჯ. ხორავა.

(bets.ge)

ნანახია: 711 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0