მთავარი » 2012 » მაისი » 5 » ნიგერიის ნაკრების მეკარე რუსთავის "მეტალურგში"?
6:59 PM
ნიგერიის ნაკრების მეკარე რუსთავის "მეტალურგში"?

 

 

 რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამ მიზნით გუნდში გასინჯვაზე ნიგერის ნაკრების წევრი კასალ დაუდა მიიწვიეს.


დაუდა 1983 წელს 19 აგვისტოს დაიბადა და კარიერა ნიგერში დაიწყო: ნიამერის "ოლიმპიკის" დუბლშემადგენლობაში 15 წლისა ჩაირიცხა, საიდანაც ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 2002 წლის აგვისტოში ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად მოირგო და მას შემდეგ 10 წელია, მისი შეუცვლელი წევრია.

2001 წელს "ოლიმპიკის" კონკურენტ "სახელში" გადავიდა, სადაც სამჯერ გახდა ნიგერის ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი.

2007 წელს კონტრაქტი კამერუნის კლუბ "კოტონსპორტთან" გააფორმა და აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ისე კარგად ითამაშა, რომ ნიგერის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2009 წლის 4 თებერვალს რუმინეთის საუკეთესო კლუბში, ბუქარესტის "რაპიდში" იჯარით ჩაირიცხა, მაგრამ "კოტონსპორტს" 2009 წლის ზაფხულშივე დაუბრუნდა. ამ კლუბის რიგებში 2011 წელს კამერუნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

კასალ დაუდა დღეისათვის ნიგერის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარეა. ნიგერული გაზეთები წერენ, რომ ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2012 წლის აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე გუნდის წარმატებული თამაში განაპირობა: ნიგერი პლეი ოფში გავიდა, მაგრამ მეტს ვეღარ მიაღწია.

ინტერნეტ-გაზეთი "მტნ-ფუტბოლში" ვკითხულობთ:

"ნიგერის ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრმა ნაკრებში 50-ზე მეტი თამაში ჩაატარა. შესარჩევ ეტაპზე იყო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე".

უკვე ერთი კვირაა, რაც დაუდა საქართველოში ჩამოვიდა და რუსთაველებთან ერთად ვარჯიშობს. ნიგერის ნაკრების მეკარემ 4 მაისს "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობების საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"მეტალურგის" მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის თქმით, აფრიკელი მეკარე ჯერ გასინჯვაზეა და მისი საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება:

"არ უარვყოფ, რომ საინტერესო მეკარეა. "სპარტაკთან" მატჩში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ დიდი ხანია, არ უვარჯიშია.

როგორც მითხრეს, კამერუნულ კლუბთან კონტრაქტი მარტში დაუმთავრდა, მისი გახანგრძლივება არ ისურვა და ამის გამო უთამაშებელი დარჩა.

საქართველოში ახლახან ჩამოვიყვანეთ და კიდევ დავაკვირდებით. კარგი სტატისტიკა და მონაცემები გასათვალისწინებელია და მის შესაძლებლობებზე მეტყველებს, მაგრამ მთავარია არა წარსული, არამედ, ამჟამინდელი მდგომარეობა.

ვნახავთ, მოახერხებს თუ არა ფორმის აღდგენას. დაუდას "მეტალურგში" ჩარიცხვა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. ჯერ კი დაკვირვებას ვაგრძელებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 708 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0