მარტვილის "მერანმა” ცუდი ტრადიცია ვერ დაარღვია და რუსთავის "მეტალურგთან” ქულა ვერც ამჯერად აიღო – 2:3. მასპინძლებს ამის შანსი მატჩის მიწურულამდე ჰქონდათ, მაგრამ იმედი ირაკლი მოდებაძემ გადაუწურათ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გოლის გემო მარტვილში გაიხსენა. გორში "დილამ” ზუგდიდის "ბაია” მიიღო და უპრობლემოდ – 3:1 დაამარცხა. კვლავ გამოიჩინა თავი მათე ვაწაძემ, რომელმაც შიდაქართლელთა გუნდში ჩარიცხვის შემდეგ, მეტოქეთა კარი უკვე მერვედ აიღო. მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:3 (2:1) 2 აპრილი. მარტვილი. "ცენტრალური”. მერანი: შეროზია, გიგა ჟვანია (კ), იობაშვილი, გეგეჭკორი (კაკუშაძე,55), სუხიაშვილი, დიდავა, მანწკავა (წოწორია,68), ფონიავა (ვართაგავა,39), ელგუჯა გრიგალაშვილი, ტორონჯაძე, მუნინი ტაპე. მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია მეტალურგი: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი (ქავთარაძე, 46), გივი კვარაცხელია (კ), მახვილაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, დობროვოლსკი, გეწაძე (სიხარულიძე,68), ირაკლი მაისურაძე, გიორგი სეთურიძე, ტატანაშვილი (მოდებაძე, 86). მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე გოლები: 0:1 სეთურიძე (28), 1:1 გიგა ჟვანია (41, პენ.), 2:1 მუნინი ტაპე (42), 2:2 გეწაძე (52), 2:3 მოდებაძე (86) გაფრთხილება: გავაშელიშვილი (40), მახვილაძე (52), გრიგალაშვილი (63)
|