რუსთავის "მეტალურგს”, სეზონში ზუგდიდელთა მეოთხედ დამარცხება ჰქონდათ გეგმაში და დასახული ამოცანა უპრობლემოდ შეასრულეს. მატჩის მე-7 წუთზე, მიზანს გივი კვარაცხელიას ზუსტმა დარტყმამ მიაღწია.
”ბაია” (ზუგდიდი) - ”მეტალურგი” (რუსთავი) 0:1 (0:1) 22 აპრილი. ზუგდიდი, ”ბაიას” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ”ბაია”: მაქაცარია, გიორგი ქვარცხავა (პაჭკორია, 60), ნიკა შონია (ენდელაძე, 76), კუტალია, სიხარულია (კუკავა, 56), გიორგი გაბედავა, შოთა ლომია, აფაქიძე, ზურაბ ქვარცხავა, აქუბარდია, ლევან აკობია. მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა. ”მეტალურგი”: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, მახვილაძე, თექთურმანიძე (გიორგი სეთურიძე, 66), გეწაძე (სიხარულიძე, 75), გივი კვარაცხელია, ირაკლი მაისურაძე, სევასტი თოდუა, ტატანაშვილი (ქავთარაძე, 86), ჯაფარიძე, რაზმაძე. მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი. გოლი: 0:1 კვარაცხელია (7). გაფრთხილებები: გაბედავა (30), გეწაძე (57), აქუბარდია (74). მსაჯები: გ. ვადაჭკორია; მ. ელიკაშვილი, კ. ტეფნაძე; გ. დოგრაშვილი.