მთავარი » 2012 » მაისი » 11 » არის!!! საქართველო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
5:43 PM
არის!!! საქართველო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია


 საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და 13 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს!

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის მიწურულს კი, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების უშუალო მონაწილეობით, დავით დარციმელიამ გამარჯვებისა და ნახევარფინალის საგზურის მომტანი ერთადერთი გოლი გაიტანა და ამით, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერა.

საგოლე შეტევა ცენტრიდან მათე ცინცაძემ წამოიწყო და საჯარიმოს სიახლოვეს ნიკოლოზ ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც ისლანდიელ მცველთან ჭიდილში, ერთი შეხებით ულამაზესი პასი გააკეთა; შეტევაში ჩართულ გიგა სამხარაძეს ხელს უკვე არავინ უშლიდა, რომ ზუსტი გადაცემა გაეკეთებინა. ქართველმა მცველმა ბურთი დაბალი ტრაექტორიით საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც ორ მცველს შორის მდგარმა გიორგი აბურჯანიამ მახვილგონივრულად გაატარა; კართან პირისპირ დარჩენილმა დარციმელიამ კი, წვივით ბურთს მიმართულება შეუცვალა და... დანარჩენი ქართველმა გულშემატკივარმაც იხილა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, უმოტივაციო გერმანიამ 3:0 დაამარცხა მოტივირებული საფრანგეთი და შედეგად, A ჯგუფიდან ნახევარფინალში სწორედ, ჩვენ და გერმანელები გავედით.

„გოლის მომენტს ვერც ვიხსენებ; ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა... ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით როგორ გამოვხატო არ ვიცი. მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა" - განაცხადა მატჩის შემდეგ დათო დარციმელიამ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა ნაკრების თავკაცმა - ვასილ მაისურაძემ: „ემოციებისგან ისეთი დაღლილი ვარ, ვეღარც ვლაპარაკობ... ვულოცავ ჩვენს პატარა ქვეყანას, ქართველ გულშემატკივრებს და წარმომიდგენია, როგორ ზეიმობენ ახლა თბილისში. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებიც ყველა თამაშში ამტკიცებენ, როგორი მებრძოლები არიან და როგორ უყვართ თავისი ქვეყანა...

რაც შეეხება თამაშს, მართლაც უდიდესი უპირატესობა გვქონდა. დღეს, ისლანდია თავის თავს არ ჰგავდა. შედარებაც არ იყო იმ გუნდთან, რომელიც საფრანგეთს ეჭიდავა და გერმანიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა; თუმცა, ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა დავალება - დაცვიდან ვთამაშობდით და ძალიან ფრთხილად. სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეშინოდა, რომ გოლი არ გავიდოდა... ჯერ მარტო პაპუნაშვილის რამდენი დარტყმა მოიგერია მათმა მეკარემ...

ჰოლანდიაზე რა გითხრათ?! ისეთ გუნდებთან გვაქვს უკვე ნათამაშები, შიშის ფაქტორი საერთოდ მოხსნილი გვაქვს. გავალთ და ვითამაშებთ!" - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ძალიან ემოციური და საინტერესო იყო სასტუმროში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა. გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს აპლოდისმენტებით შეხვდნენ და ნახევარფინალში გასვლა მიულოცეს.

მაშ ასე! 13 მაისს, ლიუბლიანას „სტოჟიცეს" სტადიონზე საქართველო ჰოლანდიას დაუპირისპირდება; B ჯგუფის მეორეადგილოსანი პოლონეთი კი, გერმანიას შეხვდება.

11 მაისს, 17-წლამდელებს აღდგენა ექნებათ. შემდეგ, გუნდი ლიუბლიანას მართლმადიდებლურ ტაძარს ეწვევა და ქალაქში გაისეირნებს. საღამოს კი, ვასილ მაისურაძე თავის ფეხბურთელებს თეორიულ მეცადინეობაზე შეკრებს.

როგორც ცნობილია, ამავე დღეს, მარიბორიდან ლიუბლიანაში ჩამოვლენ ჰოლანდიისა და პოლონეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდებიც და ისინიც იმავე სასტუმროში დაბინავდებიან, სადაც საქართველოსა და გერმანიის გუნდები არიან.



10 მაისი. დომჟალე. სტადიონი „შპორტნი პარკი"

ისლანდია - საქართველო 0:1 (0:0)

ისლანდია: რუნარსონი, არნარსონი, ტრაუსტასონი, ომარსონი, ჰერმანსონი, ასმუნდსონი (ტორ პალსონი 26), იოჰანესონი (ბირგისონი 78), სიგურიონსონი, ფინბოგასონი, ტორსტეინსონი (ბერგსონი 53), ბიორნსონი

მთ.მწვრთნელი - გუნარ გუდმუნდსონი

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ნ.ჭანტურია (კაპ)(ცინცაძე 45), სამხარაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ჯიქია (დარციმელია 62), მზევაშვილი, მესხი (ახვლედიანი 70), გოროზია

მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

გოლი: დარციმელია (73)

გაფრთხილება: დვალი, მესხი, ბიორნსონი, გოროზია

მსაჯი: მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)

სფფ-ის პრესსამსახური

სლოვენია, ლიუბლიან
ნანახია: 686 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0