26 ივლისს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე, რუსთავის "მეტალურგი" ჩეხეთის ქალაქ პლზენში "ვიქტორიასთან" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს.
პირველი მატჩი რუსთაველებმა შინ 1:3 წააგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც გადაიწურეს.
თუმცა ცხოვრება ამით არ მთავრდება, "მეტალურგი" საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და შესაბამისად, გარკვეული პოტენციალიც გააჩნია.
კობა ჟორჟიკაშვილი: ჯერ ფეხბურთელის აერობული მაჩვენებელი, მერე დანარჩენი
"მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ქართულ ფეხბურთში ჭიპმოჭრილი სპეციალისტია, უმუშავია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, აგრეთვე უმაღლესი ლიგის წამყვან კლუბებში.
ჟორჟიკაშვილს არაერთი კითხვა დავუსვით იმაზე, თუ რატომ არის ქართული გუნდი უშანსოდ "პლზენის" დარ მეტოქეებთან...
- "პლზენთან" პირველმა მატჩმა დაგვანახა, რომ თავს ზემოთ ძალა არ იყო - რატომ არიან ასეთ უიმედო მდგომარეობა
...
კითხვის გაგრძელება »