მთავარი » მასალის არქივი

მეტალურგი 2:1 დინამო მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.


რამაზ მუმლაძე –ვფიქრობ კარგი და საინტერესო შეხვედრა იყო. შეგვეძლო მოგება, პირველი ბურთიც გავიტანეთ, თუმცა შეხვედრა ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. არ ვიცი ის გოლი რამდენად თამაშგარედან იყო გატანილი, ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით.

კობა ჟორჟიკაშვილი – თამაში მართლაც საინტერესო და გამართული გადმოდა, ფაქტია დინამოს კარგი დღე არ უდგას, თუმცა დინამო ყოველთვის კარგი გუნდია და მათთან თამაში რთულია. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი საკუთარ კარში მივიღეთ, რამაც დაძაბა სიტუაცია. თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც საკუთარ თავში იპოვეს ძალა და მოახერხეს შეხვედრის შემოტრიალება და მოგება. ასეთი თამაშით კი შეიძლება ჩემპიონებიც გავხდეთ.
ნანახია: 693 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-18 | კომენტარი (0)

 ფოლადის სტადიონზე გამართული მეტალურგი – დინამო ჩვენი  გამარჯვებით დასრულდა. დინამოელები მინიმალური ანგარიშით – 1:2 დავამარცხეთ

ფოლადის სტადიონზე გამართული მეტალურგი – დინამო ჩვენი  გამარჯვებით დასრულდა. დინამოელები მინიმალური ანგარიშით – 1:2 დავამარცხეთ


მეტალურგი 2:1 დინამო

მეტალურგი: ბედიაშვილი, კვარაცხელია, სეთურიძე, მახვილაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, დობროვოლსკი (მიქაბერიძე 65’), ქავთარაძე (გავაშელიშვილი 90+2’), გეწაძე, მაისურაძე, სიხარულიძე (ტატანაშვილი 46’)

დინამო: სეფიაშვილი, ოდიკაძე, ხმალაძე, ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, ჯიღაური, კოშკაძე (ალვარო 46’), რობერტინიო (კოტო 83’), ჩისკო (მერებაშვილი 58’), გოგუა. 

მეტალურგსა და დინამოს შორის გამართული შეხვედრა 2:1 დასრულდა. გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის სტატისტიკურ მონაცემებს.
მეტალურგი
დინამო

ჯარიმა
მეტალურგი 13 (4) 
დინამო 13 (7)

კუთხური
მეტალურგი 7 (5) 
დინ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 707 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-18 | კომენტარი (0)

 ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქუთაისელთა მთავარი კონკურენტი თბილისის "დინამო "კოლხეთთან დამარცხდა და გამარჯვების შემთხვევაში "ტორპედო" ევროპის თასზე გასვლას გაინაღდებდა. 


"მეტალურგი" კი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მასაც გამარჯვება სჭირდებოდა.

პრინციპული მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, თუმცა სანახაობრივ მხარეზე მეტად ორთაბრძოლები და ხისტი თამაში ჭარბობდა.

შეხვედრა სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. რუსთაველები ბევრს მოძრაობდნენ, ერთმანეთს კარგად ეხსნებოდნენ და კომბინაციური თამაშით სწრაფად ცდილობდნენ მეტოქის კართან მიახლოებას. ქუთათურები კი პირიქით, მოედნის ცენტრში აყოვნებდნენ ბურთს და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას უფრო მეტხანს ანდომებდნენ. მათი შეტევები კი, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა, სადაც რიგვავა და დოლიძე აქტიურობდნენ.

შეხვედრის დებიუტში სტუმართა გამოკვეთილმა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 771 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-16 | კომენტარი (0)

 

 დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სპორტის მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ ერთობლივ ბრიფინგზე საგანგებო განცხადება გააკეთეს:

„როგორც მოგეხსენებათ,  საქართველო და აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით,  ფეხბურთში ევროპის 2020 წლი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 717 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-16 | კომენტარი (1)


 საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები ელიტ–რაუნდისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მატჩებს ხორვატიაში ჩაატარებს. გუნდი ზაგრებში 22 მაისს გაემგზავრება. ქართველ 19–წლამდელთა მეტოქეები ელიტ–რაუნდის VI ჯგუფში ბოსნია–ჰერცოგოვინის, ხორვატიის და ავსტრიის გუნდები იქნებიან.
ნანახია: 701 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-16 | კომენტარი (0)



 საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და 13 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს!

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი განსაკუთრებული მღელვარებით გამოირჩეოდა. უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის მიწურულს კი, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების უშუალო მონაწილეობით, დავით დარციმელიამ გამარჯვებისა და ნახევარფინალის საგზურის მომტანი ერთადერთი გოლი გაიტანა და ამით, თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერა.

საგოლე შეტევა ცენტრიდან მათე ცინცაძემ წამოიწყო და საჯარიმოს სიახლოვეს ნიკოლოზ ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც ისლანდიელ მცველთან ჭიდილში, ერთი შეხებით ულამაზესი პასი გააკეთა; შეტევაში ჩართულ გიგა სამხარაძეს ხელს უკვე არავინ უშლიდა, რომ ზუსტი გადაცემა გაეკეთებინა. ქართველმა მცველმა ბურთი დაბალი ტრაექტორიით საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც ორ მცვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 686 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-11 | კომენტარი (0)

 


 10 მაისი კიდევ ერთი გადამწყვეტი დღე იქნება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდისთვის.


თბილისის დროით 21:30 წუთზე, დომჟალესა და ლიუბლიანას სტადიონებზე ევროპის 2012 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები დაიწყება.

ქართველები კვლავ დომჟალეს სტადიონზე ითამაშებენ ისლანდიელებთან. ლიუბლიანას „სტოჟიცეზე" კი, გერმანია საფრანგეთს დაუხვდება და სწორედ, ამ მატჩებში გაირკვევა ჩვენი ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა, რადგან გერმანიას თავი უკვე ქუდში აქვს და ტურნირის გარანტირებული ნახევარფინალი წინ ელოდება.

თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს და გერმანია მინიმუმ არ წააგებს, ჯგუფიდან ჩვენ გავალთ - ეს საუკეთესო შემთხვევაში.

„ისლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არავის ეგონოს. ბოლო 6 წლის განმავლობაში, მათი ასაკობრივი ნაკრები სამჯერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს ფაქტი თავად მეტყველებს ბევრ რამეზე. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების ძალიან მეიმედება და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს დავამარცხ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 697 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-10 | კომენტარი (0)

 რუსთავი. ფოლადი. 1 500 მაყურებელი

მეტალურგი-ზესტაფონი 0:2
0:1 გრიგალაშვილი (68. დვალის პასით), 0:2 ოვონიკოკო (90. გორგიაშვილის პასით)

მეტალურგი ზესტაფონი
4-2-3-1 4-4-2
ბედიაშვილი რ. კვასხვაძე
სეთურიძე ღონღაძე
გ. კვარაცხელია საჯაია
მახვილაძე გ. ონიანი
ჯაფარიძე ელიავა
დობროვოლსკი აფციაური
ქავთარაძე მენთეშაშვილი
თექთურმანიძე გორგიაშვილი
ი. მაისურაძე შ. გრიგალაშვილი
გეწაძე დ. მუჯირი
სიხარულიძე დვალი

მწვრთნელები
კ. ჟორჟიკაშვილი გ. ჭიაბრიშვილი

მეტალურგი
58. გეწაძე - ტატანაშვილი
63. ქავთარაძე - გ. მიქაბერიძე
73. სიხარულიძე - მოდებაძე
სათადარიგოები: თებიძე, გავაშელიშვილი, ხოხონიშვილი, ჭედია

ზესტაფონი
56. მენთეშაშვილი - შარიქაძე
67. საჯაია - კობახიძე
72. მუჯირი - ოვონიკოკო
სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, რაჟამაშვილი, გუგუჩია

გაფრთხილება: სეთურიძე (55), შარიქაძე (57), დვალი (75)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 742 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-07 | კომენტარი (0)

 საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. 


ვერ ვიტყვით, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირის ფავორიტ გერმანიას აჯობა, მაგრამ ტოლიც არაფერში დაუდო და მართალია, გამარჯვებასთან ახლოს არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც შეეძლო, რომ პირველი ქულა მოეპოვებინა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.

შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის დაცვას კბილი მალევე მოუსინჯეს და პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს - ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ვანო წილოსანის თავური მოჰყვა, რომელსაც გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერი გაუმკლავდა.

საწყის წუთებში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებისა იყო და პირველი კუთხურიც ჩვენებმა მოაწოდეს.

მომდევნო ორი სახიფათო შეტევაც ქართველებმა განახორციელეს. ნიკა ახვლედიანის დარტმას გერმანელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 694 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-05 | კომენტარი (0)

 

 

 რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამ მიზნით გუნდში გასინჯვაზე ნიგერის ნაკრების წევრი კასალ დაუდა მიიწვიეს.


დაუდა 1983 წელს 19 აგვისტოს დაიბადა და კარიერა ნიგერში დაიწყო: ნიამერის "ოლიმპიკის" დუბლშემადგენლობაში 15 წლისა ჩაირიცხა, საიდანაც ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 2002 წლის აგვისტოში ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად მოირგო და მას შემდეგ 10 წელია, მისი შეუცვლელი წევრია.

2001 წელს "ოლიმპიკის" კონკურენტ "სახელში" გადავიდა, სადაც სამჯერ გახდა ნიგერის ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი.

2007 წელს კონტრაქტი კამერუნის კლუბ "კოტონსპორტთან" გააფორმა და აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ისე კარგად ითამაშა, რომ ნიგერის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2009 წლის 4 თებერვალს რუმინეთის საუკეთესო კლუბში, ბუქარესტის "რაპიდში" იჯარით ჩაირიცხა, მაგრამ "კოტონსპორტს" 2009 წლის ზაფხულშივე დაუბრუნდა. ამ კლუბის რიგებში 2011 წელს კამერუნის ჩემპიონი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 711 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-05 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0