მთავარი » 2012 » ივლისი » 27 » კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ..
11:26 AM
კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ..
რუსთავის "მეტალურგმა" წლევანდელი ევროსარბიელი რიხით დაიწყო, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ალბანური "ტეუტა" სტუმრად 3:0 დაამარცხა. 

ამ მოგებით რუსთაველებმა ფაქტობრივად გაინაღდეს მეორე ეტაპზე გასვლა, სადაც მათ უკვე გაცილებით სერიოზული მეტოქე ელით - ჩეხური "პლზენი".

"მეტალურგი" ალბანეთიდან დაბრუნდა და გუნდის მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ელოდით, რომ ასე იოლად გაუსწორდებოდით მოწინაღმდეგეს?
- არა, ადვილ თამაშს ნამდვილად არ ველოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ შეხვედრა ჩვენი უპირატესობით წარიმართებოდა. 

აქამდე რომ მივსულიყავით, სათანადო შრომა გავწიეთ, ახალი სეზონისთვის მზადება სლოვენიაში გავაგრძელეთ, სადაც ძლიერ მეტოქეებს შევხვდით და კარგ გუნდებთან თამაშმა ნაყოფიც გამოიღო.

- ალბანურმა "ტეუტამ" რა შთაბეჭდილება დატოვა?
- პირველ ტაიმში ალბანელებმა ჯეროვანი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თავს კარგად იცავდნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ რაღაცის შექმნას. 

შესვენების შემდეგ კი "ტეუტა" დაიღალა, ეს იმან გამოიწვია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა აქტიურობას მოუმატეს, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლი, რომლის შემდეგაც მეტოქე გატყდა და კიდევ ორი ბურთიც შევაგდეთ.

- ახლა კი ალბათ უკვე "პლზენზე" ფიქრობთ...
- მასეა, ოღონდაც ჯერ მეორე თამაშიც უნდა მოვუგოთ "ტეუტას", ამის მერე უფრო კარგად გადავეწყობით "პლზენთან" შესახვედრად. 

ამ გუნდმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი ფეხბურთელის, დიმიტრი ტატანაშვილის ყოფილ გუნდს უნდა შევხდეთ, "პლზენზე" ინფორმაციას ასეც ვაგროვებთ. 

სხვათა შორის, "ტეუტა" -"მეტალურგის" მატჩზე "პლზენის" ერთ-ერთი მწვრთნელი იყო ჩამოსული, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "პლზენი" დიდი სერიოზულობით ეკიდება მომავალ მოწინააღმდეგეს. 

- ჩეხებთან დაპირისპირებაში შანსებს როგორ აფასებთ?
- რა თქმა უნდა, "პლზენი" ჩვენზე ძლიერი გუნდია და მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსიც აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წარმატების მიღწევა. 

ამის თქმის საფუძველს ჩვენი ფეხბურთელების მომზადების დონე მაძლევს, ისინი კარგად მოძრაობენ, რაც "ტეუტასთანაც" გამოჩნდა. 

- შევიტყვეთ, რომ გივი კვარაცხელია "მეტალურგიდან" მიდის...
- კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე თბილისის "დინამოდან" იჯარით არიან ჩვენთან და შესაძლოა, მათ "დინამოში" დაბრუნება მოუწიოთ, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, რა როგორ იქნება.

- ალბანელებთან მატჩში ყველაზე უფრო რომელი ფეხბურთელის თამაშმა მოახდინა მწვრთნელზე შთაბეჭდილება?
- წეღანაც გითხარით, რომ მთლიანად გუნდმა ითამაშა რიგიანად. კვარაცხელიას დაცვაში ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, გოლიც გაიტანა. 

კარგად გაისარჯა ირაკლი მაისურაძე, ირაკლი სიხარულიძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბევრ ხიფათს ქმნიდა მეტოქის კართან. 

კარგად წარმოაჩინა თავი ჩვენმა ახალწვეულმა ანზორ სუხიაშვილმა, შეცვლაზე შესული სამივე ფეხბურთელი - ტატანაშვილი, მიქაბერიძე და თექთურმანიძე - თამაშში კარგად ჩაერთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 680 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1340
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0