დღეს ფოლადის სტადიონზე 16 საათზე დაიწყო ტორპედოსა მეტალურგს შორის მატჩი. მეტალურგმა გაიმარჯვა 2 1 .
მსაჯები მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა(თბილისი), ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი(თბილისი)/ზაალ ბერულავა(სოხუმი), სათადარიგო მსაჯი: ჯენერი ხორავა(ხობი)
მატჩის შესახებ მატჩი დაიწყო. თამაშში ბურთი ტორპედოელებმა შეიყვანეს.
2' - ქუთაისელთა ზედიზედ მეორე შეტევა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ჩაიშალა.
3' - მოედნის ცენტრში ფირცხალავა დაჯარიმდა.
4' - გოცირიძე თამაშგარეში ხვდება.
5' - მასპინძელთა იერიშს კუთხური მოჰყვა.
6' - მეორე კუთხური "ტორპედოს" კართან, ბურთი გოცირიძეს გამოაქვს.
9' - სახიფათო ჯარიმა რუსთაველთა კარის მიმართულებით, თარხნიშვილი კარში არაზუსტად ურტყამდა და ბურთი ფირცხალავამ გააჩერა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
12' - შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი თექთურმანიძემ შექმნა, მისი დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია კუთხურზე.
13' - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გივი კვარაცხელია ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად.
15' - ქავთარაძის შორეული დარტყმით ბურთი კარს გადასცდა.
- თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა.
23' - ქავთარაძის სუსტად დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა უპრობლემოდ აიღო.
30' - მაისურაძის დარტყმული მიგინეიშვილმა უხერხულად მოიგერია, იქვე მყოფმა ფირცხალავამ თავი დაიზღვია და ბურთი კუთხურზე გადააგდო.
33' - რუსთაველთა კიდევ ერთი სახიფათო იერიში, ბურთს სიხარულიძემ ვერ შეუცვალა კარისკენ მიმართულება.
34' - არბიტრმა სილაგავამ "ჩვეულად" განსაჯა ტორპედოელთა მიერ დარღვეული თამაშის წესები და უკვე, ჩვენი გუნდის მესამე ფეხბურთელს მისცა ყვითელი ბარათი.
44' - სიხარულიძის დარტყმული ბურთი რიგვავას ხელზე მოხვდა, მსაჯმა იგი არ დაინდო, მოედნიდან გააძევა და "ტორპედოს" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რაზმაძემ ზუსტად შეასრულა - 1:0.
ტაიმი დასრულდა.
მეორე ტაიმი დაიწყო.
50' - გოცირიძის პასით ბოლქვაძემ დაარტყა მეტოქის კარში, ბურთი მიზანს მცირე მანძილით სცდება.
- 10-კაციანი "ტორპედო" შემართებით უტევს, მასპინძლებმა ხისტად თამაშს მოუხშირეს.
55' - სიხარულიძემ ბურთი მკერდით შეიგდო "ტორპედოს" საჯარიმოში, დარტყმა კი ცუდი გამოუვიდა.