პარასკევს 6 აპრილს, ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის მეექვსე ტურში დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.
დინამო და მეტალურგი ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე 42– ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ამ ურთიერთშეხვედრებში დინამო უპირატესობას ფლობს. სულ თბილისელები 7– ჯერ დამარცხდნენ, 8 შეხვედრა დამთავრდა ფრედ, ხოლო 27 შემთხვევაში დინამოელებმა მოიგეს. ბურთების შეფარდება 88–34 თბილისელთა სასარგებლოდ.