მთავარი » 2012 » მარტი » 31 » საქართველო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზეა
6:25 PM
საქართველო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზეა

ასრულდა თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპი. ქართველმა ჭაბუკებმა, რომლებსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, უკრაინის ნაკრებთან პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს - 1:0. ეს ერთადერთი გოლი ალეკო მზევაშვილმა ვანო წილოსანის ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა.
გაგაცნობთ ქართველ "ჯვაროსანთა” შემადგენლობას, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში სლოვენიაში 4-16 მაისს გასამართი ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი, 61), ახვლედიანი (დარციმელია, 41), ცინცაძე (აბურჯანია, 70), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე.
ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე” პარალელურად მიმდინარე მატჩში, ესპანეთის 17 წლამდე ფეხბურთელებმა ინგლისელ თანატოლებს დამაჯერებლად – 4:0 სძლიეს (გოლები კალმეროს, გრიმალდოს, სამპერისა და გაიას ანგარიშზეა), თუმცა მხოლოდ ჯგუფური მე-2 ადგილით დაკმაყოფილდნენ.

საბოლოო ცხრილი
 1. საქართველო  7
 2. ესპანეთი  5
 3. ინგლისი  4
 4. უკრაინა  1

ნანახია: 686 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 lula  
0
yvelas gilocavt

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0