ასრულდა თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპი. ქართველმა ჭაბუკებმა, რომლებსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, უკრაინის ნაკრებთან პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს - 1:0. ეს ერთადერთი გოლი ალეკო მზევაშვილმა ვანო წილოსანის ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა. გაგაცნობთ ქართველ "ჯვაროსანთა” შემადგენლობას, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში სლოვენიაში 4-16 მაისს გასამართი ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი, 61), ახვლედიანი (დარციმელია, 41), ცინცაძე (აბურჯანია, 70), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე. ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე” პარალელურად მიმდინარე მატჩში, ესპანეთის 17 წლამდე ფეხბურთელებმა ინგლისელ თანატოლებს დამაჯერებლად – 4:0 სძლიეს (გოლები კალმეროს, გრიმალდოს, სამპერისა და გაიას ანგარიშზეა), თუმცა მხოლოდ ჯგუფური მე-2 ადგილით დაკმაყოფილდნენ.