მთავარი » 2012»ივლისი»27 » რუსთავის "მეტალურგი" ჩეხურ "პლზენს" განაცხადში ახალწვეულებით ხვდება
12:14 PM
რუსთავის "მეტალურგი" ჩეხურ "პლზენს" განაცხადში ახალწვეულებით ხვდება
19 ივლისს რუსთავის "მეტალურგს" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის ჩეხეთის "პლზენთან". რუსთაველები საგურამოს ბაზაზე ემზადებიან, 18 ივლისს კი "მიხეილ მესხზე" გავლენ სავარჯიშოდ. ჩეხებიც მატჩის წინა დღეს ჩამოვლენ თბილისში.
პირველ ეტაპზე "მეტალურმა" ალბანურ "ტეუტას" ორი მატჩის ჯამში 9:1 მოუგო და სულ სხვა დონის მოწინააღმდეგესთან მოუწევს პაექრობა.
შეგახსენებთ, რომ "ტეუტასთან" მატჩების შემდეგ ცენტრალური მცველი გია კვარაცხელია და შემტევი გიორგი თექთურმანიძე "დინამო თბილისს" დაუბრუნდნენ, ისინი რუსთავურ კლუბში იჯარით იყვნენ.
"მეტალურგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა - მცველი ლექსო ინწკირველი და თავდამსხმელი დავით ჯანელიძე - ისინი "ტეუტასთან" მატჩებისთვის განაცხადში არ იყვნენ. ახლა კი უკვე შეყვანილები არიან "მეტალურგის" საევროპო განაცხადში და შესაბამისად, "პლზენთან" თამაშიც შეუძლიათ.
ბოლო საკონტროლო მატჩი "პლზენმა" რამდენიმე დღის წინ გამართა ავსტრიულ შეკრებაზე მოსკოვის "სპარტაკთან" და 1:2 წააგო.
სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ იმ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩეხებიდან გოლი 37 წლის ნახევარმცველმა პაველ ხორვატმა გაიტანა.
"პლზენს" "სპარტაკთან" ფრე შეეძლო, მაგრამ სლოვაკმა თავდამსხმელმა მარეკ ბაკოშმამატჩის მიწურულს 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
რუსთაველებს ახალწვეულები განაცხადში ჰყავთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"