რუსთავის "მეტალურგმა” ალბანეთის "ტეუტას” წინააღნდეგობა დასკვნით 15 წუთში "გატეხა” და მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა, არადა, თამაშის ბედი გაცილებით ადრეც უნდა გადაწყვეტილიყო. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი დასაწყისიდანვე ყოჩაღად გამოიყურებოდა და მიუხედავად სტუმრის სტატუსისა, თამაშს სრულად აკონტროლებდა. რუსთაველთა თამაშის ხილვა მით უფრო სასიამოვნო გახლდათ, რომ უკვე ნანახი გვქონდა ”ტორპედოსა” და ”აკტობეს” არცთუ სანახაობრივი შეხვედრა, რომელშიც ქუთაისურმა კლუბმა იმედები აშკარად გაგვიცრუა და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა. რა
... კითხვის გაგრძელება »
ქართული კლუბებიდან ევროსეზონს ყველაზე ადრე რუსთავის "მეტალურგი" და ქუთაისის "ტორპედო" იწყებენ - ორივე კლუბი ევროპის ლიგის პირველი ეტაპის მატჩებს 5 ივლისს გამართავს.