მთავარი » 2012 » ივლისი » 27 » მეტალურგი VS ტეუტა (პირველი მატჩი 3:0) - გვახსოვდეს 2003 წელი!
11:31 AM
მეტალურგი VS ტეუტა (პირველი მატჩი 3:0) - გვახსოვდეს 2003 წელი!

ევროპალიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი.
12.07. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00
მეტალურგი-ტეუტა 
(პირველი მატჩი 3:0)


რუსთავის "მეტალურგი" თითქმის გასულია მომდევნო ეტაპზე, თუმცა ეს მაინც ევროტურნირია და მოდუნებასა თუ ქედმაღლობას არ პატიობს.

11 ივლისს "მეტალურგმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაახლოებით ერთი საათი ივარჯიშა. წვრთნა მატონიზირებელი იყო, თქმა რად უნდა, რომ მატჩის წინა დღეს მწვრთნელი ფეხბურთელებს სიქას არ გააძრობდა. 

რუსთავური გუნდის ფეხბურთელები თავდაჯერებულები ჩანდნენ და ეს მატჩის წინ დიდად გამოსადეგარი რამეა. 

ვარჯიშამდე "მეტალურგის" თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმაც ჟურნალისტებს გვითხრა, მოდუნება არ ეგების, საქმე მოთავებულად არ უნდა ჩავთვალოთო.

Sportall.Geრუსთაველთა ვარჯიშის შემდეგ "მიხეილ მესხზე" ალბანური "ტეუტა" უნდა გამოსულიყო. "ტეუტა" დიდი გულჩათხრობილი გუნდი ყოფილა - რუსთავურ კლუბში გვითხრეს, ალბანელებმა არც რეისი გვაცნობეს და არც ის, რომელ სასტუმროში გაჩერდებიან თბილისში, ჩვენთან კავშირზე არ გამოდიანო.

ალბანელთა დამრიგებელმა ჰასან ლიკამ მოედანზე 17 ფეხბურთელი გაიყვანა. ბევრი სირბილითა და მოძრაობით არც "ტეუტას" შეუწუხებია თავი. 

დანარჩენი 12 ივლისს გამოჩნდება. "მეტალურგი" ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა და საკუთარ თავს თვითონ თუ არ შეუქმნის პრობლემებს, "ტეუტას" უკან მოიტოვებს. 

2003 წელს "დინამომ" ალბანურ "ტირანას" შინ 3:0 მოუგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ალბანელები გავიდნენ. ვინძლო ცუდი შედარებაა, მაგრამ გაკვეთილად მაინც უნდა გამოადგეს ყველას.

"მიხეილ მესხზე" მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე რეკონსტრუქციაა და ტრიბუნების მეტი წილი სკამებაყრილია, თუმცა იმდენ ქომაგს ნამდვილად დაიტევს, რამდენსაც იქ მისვლის და "მეტალურგის" ქომაგობის სურვილი ექნება. ბილეთის ფასი 3 ლარია.

მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი დაიწყებს და შეხვედრის პირველ ტაიმს წარმოადგენს; მეორე ტაიმს კი II არხი გვიჩვენებს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ 19:00 სთ-ზე ევროპალიგაზე მოთამაშე კიდევ ერთი ქართული გუნდის - ქუთაისის "ტორპედოს" ყაზახეთში "აქტობესთან" მატჩი დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 801 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0