მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა თამაშის შესახებ: კობა ჟორჟიკაშვილი:„სათასო თამაშებს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა. პირველი ტაიმი აქტიურად ჩავატარეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ერთიღა გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა და გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმში უპირატესობას მეტოქე ფლობდა. რაც შეეხება საბოლოო შედეგს, ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო. ნახევარფინალი ორი თამაშისგან შედგება და შინ ჩვენსაც ვეცდებით".
გიორგი ჭიაბრიშვილი:„მოედანზე ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. როგორც ჩანს, "მეტალურგში" ბევრს ფიქრობენ ფეხბურთზე და აქედან, შედეგებიც. დღევანდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ფინალში გასვლის შანსი ჩვენს მეტოქეს უფრო დიდი აქვს".