მთავარი » 2012 » ივლისი » 6 » კობა ჟორჟიკაშვილი: "ტეუტასთან" ფავორიტი რუსთავის "მეტალურგია"
9:16 AM
კობა ჟორჟიკაშვილი: "ტეუტასთან" ფავორიტი რუსთავის "მეტალურგია"
 

ქართული კლუბებიდან ევროსეზონს ყველაზე ადრე რუსთავის "მეტალურგი" და ქუთაისის "ტორპედო" იწყებენ - ორივე კლუბი ევროპის ლიგის პირველი ეტაპის მატჩებს 5 ივლისს გამართავს. 


"მეტალურგის" მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს სლოვენიური შეკრების, საევროთასო სამზადისისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

- თუ გაამართლა უცხოურმა შეკრებამ ის მიზანი, რაც იქ გამგზავრებამდე გქონდათ დასახული?
- შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად გაამართლა. სლოვენიაში შესანიშნავი სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები გვქონდა შექმნილი და საკმაოდ ძლიერ მეტოქეებსაც ვეთამაშეთ, რამაც საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები თვალნათლივ დაგვანახვა.

- პლუსებიდან და მინუსებიდან რას გამოჰყოფდით?
- კარგი ის არის, რომ გუნდმა საკმაოდ კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინა და ამ მხრივ ტოლი არავის დაუდო; უსიამოვნო კი ის იყო, რომ საგოლე მომენტების რეალიზების საკმაოდ დაბალი პროცენტი გვაქვს და ამ ნაკლის სასწრაფოდ გამოსწორება გვმართებს.

- ახლა როგორი რეჟიმით ემზადებით?
- "ტეუტასთან" მატჩის წინ რუსთავში ვვარჯიშობთ და ტაქტიკა-სტრატეგიას ვამუშავებთ. შევეცდებით, ევროთასებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ღირსეული შედეგი ვაჩვენოთ. 

გვინდა, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ევროტურნირების მონაწილე ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.

- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ყველანაირად ვცდილობთ, რომ "ტეუტას" შესახებ ცნობები მოვიძიოთ და, ვფიქრობ, ამას შევძლებთ კიდეც. ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გვყავს, მაგრამ წყვილის ფავორიტად მაინც "მეტალურგი" მიმაჩნია. 

კარგია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ჩავატარებთ. ეს თამაში მოწინააღმდეგის შესახებ მაქსიმალურ წარმოდგენას შეგვიქმნის და საპასუხო შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადების საშუალებას მოგვცემს.

- ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ჩეხური "პლზენის" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე გელით...
- ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის დაძლევაზე ვფიქრობთ და "პლზენზე" ამის შემდეგ გადავერთვებით. რა თქმა უნდა, ძლიერი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მასთან ტოლ-სწორად ბრძოლასაც შევეცდებით.

- ახალწვეულები გუნდს როგორ შეეწყვნენ?
- ყველა საკმაოდ მონდომებულია და, ვფიქრობ, "მეტალურგის" მონახაზში ჩაჯდომას შეძლებს. თითოეული ახალწვეულის დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ იმედებს გაგვიმართლებენ.

- შეკრებაზე ხორვატი მეკარე გასინჯეთ. მან თქვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა?
- პირიქით, ივან ჰოსმანი მოგვეწონა და მასთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. დასაზუსტებელია გარკვეული საკონტრაქტო პუნქტები. შესაძლოა, იგი სულ მალე შემოგვიერთდეს. 

- ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც "მეტალურგი" ევროტურნირებზე ასპარეზობას დაასრულებს, თქვენი რამდენიმე ფეხბურთელი "დინამოს" მიაშურებს. ამის ფონზე შემადგენლობის გაძლიერება, ალბათ, კიდევ დაგჭირდებათ...
- სავარაუდოდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მალე დაგვტოვებს და თადარიგი დაჭერილი გვაქვს - შევეცდებით, მათ ღირსეული შემცვლელები მოვუძებნოთ. საამისოდ ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ შემადგენლობას სათანადოდ მაინც დავაკომპლექტებთ.

- მომავალ ეროვნულ ჩემპიონატში რა მიზნები გექნებათ?
- ჩვენი უმთავრესი ამოცანა ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იქნება; ჩემპიონატსა და თასზე კი, დარწმუნებული ვარ, უშეღავათო ორთაბრძოლები გაიმართება. "ზესტაფონი", "დინამო", "დილა", "ტორპედო", "მეტალურგი" და კიდევ რამდენიმე კლუბი ჩემპიონატის მაღალი დონისა და დაძაბული ბრძოლის გარანტიას მოგვცემს.

- "მეტალურგში" ხელმძღვანელობის ცვლა კლუბისა და გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე დისკომფორტს ხომ არ იწვევს?
- მართალია, კლუბის ხელმძღვანელი რგოლის რეორგანიზაცია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს გუნდზე უარყოფითად ოდნავადაც არ აისახება. სამწვრთნელო შტაბსაც და ფეხბურთელებსაც კარგი სამუშაო პირობები აქვთ შექმნილი.

კობა ჟორჟიკაშვილი: ხელმძღვანელობის ცვლა გუნდზე უარყოფითად არ აისახება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 726 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 dinamo  
0
mixedeT saisaits to rari es ganaxlet metalurgi im donisa ro uketesi saiti ekutvnis ufro swrafi da moqnili gaxadet ra gaxda erti adamianis daqiraveba romelic sam dgeshi ertxel an ordgeshi ertxel shemova da ganaxlebs statsebs dawers

2 daundobeli777  
0
dzmao 12 wlis var da rac shemidzlia egaaaaaaaaaaaaaaaa
angry

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0