მთავარი » 2012»ივლისი»27 » გიორგი თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება
11:42 AM
გიორგი თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება
რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელმა გიორგი თექთურმანიძემ "მიხეილ მესხზე" ალბანურ "ტეუტასთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
რუსთაველებმა ალბანურ გუნდს თბილისურ შეხვედრაში 6:1 მოუგეს, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაჯაბნეს.
"მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში "ტეუტას" რბევას საფუძველი სწორედ თექთურმანიძემ დუბლით ჩაუყარა.
"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი იმ ქომაგს, რომელიც სტადიონზე მოვიდა და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ თამაშზე გაცილებით მეტი გულშემატკივარი გვეყოლება.
გარედან, ალბათ, ისე მოჩანდა, რომ ადვილი გასეირნება გვქონდა, მაგრამ ეს ასე არ იყო.
პირველ რიგში, ეს პირველ ტაიმში მიღწეულმა კარგმა შედეგმა განაპირობა. შემდეგ კი უკვე მეტოქეც გაჩერდა".