მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » გიორგი თექთურმანიძე
10:50 PM
გიორგი თექთურმანიძე

რუსთავის "მეტალურგმა” გვარიანად მოუმატა თამაშს და ახლა მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ზესტაფონს”, პლუს, იმერლებთან თასის ნახევარფინალის გასვლითი მატჩი 1:1 დაასრულა და ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. ბევრი არ ელოდა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდისგან ასეთ სწრაფ პროგრესს.

"მეტალურგს” კარგად შეეწყო 21 წლის გიორგი თექთურმანიძე, რომელიც თბილისის "დინამოდან” სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. საერთო აზრით, თექთურმანიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ზესტაფონთან” სათასო შეხვედრაში.
"მსოფლიო სპორტი” გიორგის გაესაუბრა:
- ჯერ "ზესტაფონთან” თამაშზე: როგორ შეაფასებდით?
- 1:1 სასურველი შედეგია. თამაშიდან გამომდინარე, მოგებაც შეგვეძლო, თუმცა მაინც კმაყოფილნი ვართ. ვფიქრობ, სანახაობრივად კარგი თამაში იყო.
- რას ფიქრობთ საპასუხო მატჩის წინ? ალბათ, ფავორიტად მიგაჩნიათ "მეტალურგი”.
- ჯერ "ზესტაფონთან” მატჩზე არ ვფიქრობთ. მანამდე, 14 აპრილს ფოთის "კოლხეთს” ვხვდებით და ამაზე ვაკეთებთ კონცენტრაციას.
- რის ხარჯზე მოუმატა "მეტალურგმა” ასე შესამჩნევად?
- გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა, მოსამზადებელი ეტაპი მშვენივრად გამოვიყენეთ და ეს დაგვეტყო კიდეც. ფიზიკურად კარგად გამოვიყურებით, თანაც, ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. თითქმის ყველანი ფორმაში ვართ და ლოგიკურიცაა, რომ "მეტალურგი” კარგ შედეგს აჩვენებს.
- "მეტალურგის” მაისურით, თქვენს მიერ ნათამაშევ რომელ მატჩს გამოარჩევთ?
- ალბათ, ამასწინათ "ზესტაფონთან”. ასევე, "მერანთან”, "ბაიასთან”.
- ჟორჟიკაშვილი თქვენს შესაძლებლობებს კარგად იცნობდა და ალბათ, ეს ცოტას არ ნიშნავს.
- ეს ფსიქოლოგიური მომენტია. როცა მწვრთნელი გენდობა და სათამაშო პრაქტიკას არ გაკლებს, ძალიან კარგია. შესაბამისად, ჩემზეც დადებითად მოქმედებს. "დინამოში” ამდენი სათამაშო დრო არ მომცემია.
- ზაფხულში განათხოვრების ვადა დასრულდება და რას აპირებთ, ხომ არ ჩამოყალიბებულხართ მომავალზე?
- არ ვიცი. ჯერ არავინ დამკავშირებია ამ საკითხზე. სიმართლე ვთქვა, არც ვფიქრობ. მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატზე და თასზე ვარ გადართული.
- "მეტალურგის” მიზნებზეც გვითხარით.
- მიზანი ევროპის ლიგაზე მოხვედრაა. ძალიან გვინდა, 26 მაისს თასის ფინალში ვითამაშოთ.
- ჩემპიონობა არა?
- მინიმუმ, ევროპის ლიგაზე უნდა გავიდეთ, რაც ჯერ არ გაგვინაღდებია. დანარჩენს კი… საბოლოო ცხრილი გვაჩვენებს.
- პროფესიულ დონეზე ტიტული არასოდეს მოგიგიათ. ხომ ასეა?
- მართალია და წლეულს თუ მოვიგე, ეს ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.



ილია ნანობაშვილი
ნანახია: 690 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2 lula  
0
saits vinme mixedavs

1 lula  
0
midi tektu

3 daundobeli777  
0
ki brat tu damexmarebit dzmebi iqnebit

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0