მთავარი » 2012 » აპრილი » 6 » დინამო 1 1 მეტალურგი
10:08 PM
დინამო 1 1 მეტალურგი


  დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე ჩვენ გუნდს დაუპირისპირდა. დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში გუნდებმა თითო გოლის გატანა მოახერხეს და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი გოლით თავი  რევაზ გეწაძემ გამოიჩინა. საპასუხო გოლი კი გულვერდ თომაშვილის ანგარიშზეა.


დინამო 1:1 მეტალურგი

გოლები: 1–0 თომაშვილი 5’ 1–1 გეწაძე 74’

დინამო: ლორია, თომაშვილი, ჯიღაური, კოშკაძე (გოგუა 51’), ხმალაძე (იაგუე 80’), ხიზანეიშვილი, ოდიკაძე (ტვილდიანი 70’), რობერტინიო, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ძარია

მეტალურგი: ბედიაშვილი, სიხარულიძე, თოდუა, ქავთარაძე, გავაშელიშვილი, სეთურიძე (ტატანაშვილი 64’), რაზმაძე, მაისურაძე, გეწაძე (დობროვოლსკი 77’), მახვილაძე, ჯაფარიძე

გაფრთხილება: რობერტინიო 8’ ოდიკაძე 31’ ჯიღაური 38’ რაზმაძე 50’ ტატანაშვილი 67’კვეკვესკირი 69’ თოდუა 72’.

დინამო არენაზე გამართული დინამო 1:1 მეტალურგის შემდეგ, ტრადიციულად მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.


კობა ჟორჟიკაშვილი – დინამოსთან თამაში რომ რთული იქნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. ჩვენ ძირითადის ორი ფეხბურთელი მოვისაკლისეთ, გივი კვარაცხელია, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდა და გიორგი თექთურმანიძე, რომელსაც დისკვალიფიკაციის მიუხედავად, მაინც არ მოუწევდა დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან იგი სწორედ დინამოს საკუთრებაში იმყოფება. აქედან გამომდინარე შემადგენლობაში და თამაშის მონახაზში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მომიწია. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მეტოქის სავარაუდო შემადგნელობის გამოცნობა. ჩემი კოლეგა ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არის – დინამოს შემადგენლობაში ასეთი ხშირი როტაცია სწორედ ამით არის განპირობებული. ყველაფრის მიუხედავად ჩემმა ბიჭებმა მოახერხეს და არ წააგეს შეხვედრა, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.

გიორგი დევდარიანი – ის რომ საკადრო პრობლემები გვაქვს და ყოველ თამაშზე ახალ–ახალი სათამაშო მონახაზით გვიწევს მოედანზე გასვლა, სულაც არ არის გასაკვირი. გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებს გიორგი მერებაშვილის, ჩისკოს და გოგიტა გოგუას ტრავმა დაემატა. გუნდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ავარჩიეთ ჯანმრთელი 11 ფეხბურთელი და ამ პრინციპით შევარჩიეთ სასტარტო შემადგენლობა. შემადგენლობიდან გამომდინარე შეხვედრა კონტრშეტევებზე ავაგეთ. რუსთაველთა მძიმე დაცვას, შედარებით ძლიერი თავდასხმის ხაზი დავუპირისპირეთ და ვცდილობით მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. დღეს სამწუხაროდ არა გამართული და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება, არამედ მხოლოდ რეზულტატია მთავარი. რომ არა დასანანი შეცდომა დღევანდელი შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო. ეს დინამოს თამაში არ არის.

ნანახია: 689 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 daundobeli777  
0
smile smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0