რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა "მიხეილ მესხზე" ალბანურ "ტეუტასთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
რუსთაველებმა ალბანურ გუნდს თბილისურ შეხვედრაში 6:1 მოუგეს, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაჯაბნეს.
"ასეთი გამარჯვება მნიშვნელოვანია და ის მომავალი მატჩისთვის გუნდს წაადგება.
ახლა უკვე მთლიანად გადავერთვებით "პლზენთან" თამაშზე.
რა თქმა უნდა, "პლზენი" გაცილებით ძლიერი გუნდია და წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ".