მთავარი » 2012 » მაისი » 7 » მეტალურგი 0 2 ზესტაფონი
2:08 PM
მეტალურგი 0 2 ზესტაფონი

 რუსთავი. ფოლადი. 1 500 მაყურებელი

მეტალურგი-ზესტაფონი 0:2
0:1 გრიგალაშვილი (68. დვალის პასით), 0:2 ოვონიკოკო (90. გორგიაშვილის პასით)

მეტალურგი ზესტაფონი
4-2-3-1 4-4-2
ბედიაშვილი რ. კვასხვაძე
სეთურიძე ღონღაძე
გ. კვარაცხელია საჯაია
მახვილაძე გ. ონიანი
ჯაფარიძე ელიავა
დობროვოლსკი აფციაური
ქავთარაძე მენთეშაშვილი
თექთურმანიძე გორგიაშვილი
ი. მაისურაძე შ. გრიგალაშვილი
გეწაძე დ. მუჯირი
სიხარულიძე დვალი

მწვრთნელები
კ. ჟორჟიკაშვილი გ. ჭიაბრიშვილი

მეტალურგი
58. გეწაძე - ტატანაშვილი
63. ქავთარაძე - გ. მიქაბერიძე
73. სიხარულიძე - მოდებაძე
სათადარიგოები: თებიძე, გავაშელიშვილი, ხოხონიშვილი, ჭედია

ზესტაფონი
56. მენთეშაშვილი - შარიქაძე
67. საჯაია - კობახიძე
72. მუჯირი - ოვონიკოკო
სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, რაჟამაშვილი, გუგუჩია

გაფრთხილება: სეთურიძე (55), შარიქაძე (57), დვალი (75)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

მატჩისწინა ინტერვიუში "ზესტაფონის" თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა, რომ მისი გუნდი საქართველოში ფეხბურთს საუკეთესოდ თამაშობს (იხილეთ ვრცლად).

6 მაისს "ზესტაფონმა" საკუთარი მწვრთნელის სიტყვები მოედანზე ძალიან დამაჯერებლად და შთამბეჭდავად დაამტკიცა. მატჩში, რომლის შედეგმაც, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონის ბედი გაარკვიოს, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ხუთი ქულით წინ გაჭრილი ლიდერი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

"ზესტაფონმა" თავისი საუკეთესო თვისებები სრულად გამოავლინა და შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით საკუთარ გულშემატკივრებსა და ნეიტრალურ პუბლიკას დიდი სიამოვნება მიანიჭა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 მაისს "ზესტაფონმა" მიმდინარე წელს თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა, თანაც ისეთი თამაში, როგორიც ამჟამად სხვა ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ.

მეტ-ნაკლებად თანაბარი მხოლოდ მატჩის საწყისი წუთები აღმოჩნდა, როცა მოედანზე პოზიციური თამაში მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის შუაწელიდან კი სტუმართა უპირატესობა უკვე თვალშისაცემი იყო.

"ზესტაფონის" დაწინაურება შეეძლო თორნიკე აფციაურს, რომლის შორეული დარტყმისგანაც "მეტალურგი" კარის ხარიხამ იხსნა.

მასპინძლებმა დასამახსოვრებელი ეპიზოდი ერთხელ შექმნეს, როცა ირაკლი მაისურაძემ საჯარიმოს გარედან გაისროლა და ბურთმა იმერელთა კარს ზემოდან გადაუფრინა.

შესვენების შემდეგ "ზესტაფონმა" რუსთაველთა საჯარიმოზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და გოლიც უკვე აშკარად მომწიფებული ჩანდა. დაწინაურებამდე ჭიაბრიშვილის გუნდმა კარგი შანსი გააფუჭა - თავის გამოჩენა ზესტაფონელთაგან ერთ-ერთ საუკეთესოს, ჯაბა დვალს შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა სუსტად დაარტყა და გრიგოლ ბედიაშვილმა საფრთხე იოლად გააუვნებელყო.

სამაგიეროდ, ჯაბა საგოლე პასის ავტორად იქცა - მისი გადაცემით შოთა გრიგალაშვილმა ისარგებლა, მეურვეს დაუსხლტა და "მეტალურგის" კარი მოჭრილი და ეფექტური დარტყმით დალაშქრა - 0:1.

ბუნებრივია, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, რომლისთვისაც ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა, თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ საამისოდ რეალური შანსი არც მისცემია. "მეტალურგმა" მეტოქის საჯარიმოში ღირებული საერთოდ ვერაფერი შექმნა და ერთადერთი საქმე, რაც როინ კვასხვაძეს ჰქონდა, თავისუფალი დარტყმით ბურთის თამაშში შეყვანა და თანაგუნდელებთან ბურთის გათამაშება იყო.


რა თქმა უნდა, ერთი გოლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასულიყო, მაგრამ "მეტალურგს" რომ გაეტანა, ყოვლად ალოგიკური იქნებოდა. მასპინძელთა ქომაგთა ნაწილმა სტადიონი მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვა. არადა, რაც ბოლოს მოხდა, სჯობდა, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს ენახა.

გრიგალაშვილმა მოედნის ცენტრში გვერდი სამ მეურვეს აუარა და თორნიკე გორგიაშვილი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაზე აბაიომი ოვონიკოკო გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ნიგერიელმა დარტყმა დააყოვნა და ერთი შეხედვით, არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო - "მეტალურგის" ლამის მთელი დაცვის მოტყუება განიზრახა. თუმცა ოვონიკოკომ საწადელს მაინც მიაღწია - მოწინააღმდეგეებიც უქმად დატოვა და ზღაპრული სილამაზის გოლიც გაიტანა! (იხილეთ ვიდეო)

ვფიქრობთ, ოვონიკოკოს ეს გოლი სეზონში საუკეთესო იყო და ინტერნეტისა თუ ტელევიზიის საშუალებით მის ნახვას გირჩევთ. რაც მთავარია, ამ ბურთმა, რომელიც, სხვათა შორის, ოვონიკოკოსთვის "ზესტაფონის" მაისურით .
მოკლედ, გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. იმედია, ღირსეული ჩემპიონი გვეყოლება...

მატჩის შემდეგ
კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგი"): "მეტოქემ დამსახურებულად და ღირსეულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. ყოველივე ეს შემთხვევით არ მოდის. "ზესტაფონში" მრავალწლიანი შრომაა ჩადებული, ჩვენ კი ჯერ კიდევ გვჭირდება დრო იმისთვის, რომ ასეთი ფეხბურთი ვითამაშოთ. რთული კალენდრის მიუხედავად, საჩემპიონო შანსი გვაქვს და მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ".

გიორგი ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონი"): "ვეთამაშეთ ჩემპიონატის ლიდერს, ძლიერ გუნდს, თუმცა მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ და ჩვენი უპირატესობა გოლებშიც ავსახეთ. ლიდერთან ჩამორჩენა შევამცირეთ და ახლა მის ფეხის დაცდენას დაველოდებით. თუ "მეტალურგმა" კიდევ წაიფორხილა, ამას საჩვენოდ აუცილებლად გამოვიყენებთ; თუ არა და მეტოქეს ჩემპიონობას მივულოცავთ. "ზესტაფონის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები მხოლოდ ჩემი ბრალი იყო; დღევანდელი გამარჯვება კი, უპირველესად, ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც თამაშში მთელი სული და ემოცია ჩადეს და ამ გამარჯვებით ყოველგვარი ფსიქოლოგიური პრობლემა გადალახეს".

XI ტური. პლეი ოფი
სხვა მატჩები
დინამო-ტორპედო 0:1 (იხილეთ ვრცლად)
დილა-კოლხეთი 5:1 (იხილეთ ვრცლად)
მერანი-ბაია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი



მომდევნო ტური. პლეი ოფი
12 მაისი, შაბათი
კოლხეთი-დინამო
ტორპედო-მეტალურგი
ზესტაფონი-ბაია
მერანი-დილა
ნანახია: 743 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0