მთავარი » 2012 » მაისი » 05

 საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. 


ვერ ვიტყვით, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირის ფავორიტ გერმანიას აჯობა, მაგრამ ტოლიც არაფერში დაუდო და მართალია, გამარჯვებასთან ახლოს არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც შეეძლო, რომ პირველი ქულა მოეპოვებინა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.

შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის დაცვას კბილი მალევე მოუსინჯეს და პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს - ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ვანო წილოსანის თავური მოჰყვა, რომელსაც გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერი გაუმკლავდა.

საწყის წუთებში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებისა იყო და პირველი კუთხურიც ჩვენებმა მოაწოდეს.

მომდევნო ორი სახიფათო შეტევაც ქართველებმა განახორციელეს. ნიკა ახვლედიანის დარტმას გერმანელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 694 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-05 | კომენტარი (0)

 

 

 რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამ მიზნით გუნდში გასინჯვაზე ნიგერის ნაკრების წევრი კასალ დაუდა მიიწვიეს.


დაუდა 1983 წელს 19 აგვისტოს დაიბადა და კარიერა ნიგერში დაიწყო: ნიამერის "ოლიმპიკის" დუბლშემადგენლობაში 15 წლისა ჩაირიცხა, საიდანაც ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 2002 წლის აგვისტოში ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად მოირგო და მას შემდეგ 10 წელია, მისი შეუცვლელი წევრია.

2001 წელს "ოლიმპიკის" კონკურენტ "სახელში" გადავიდა, სადაც სამჯერ გახდა ნიგერის ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი.

2007 წელს კონტრაქტი კამერუნის კლუბ "კოტონსპორტთან" გააფორმა და აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ისე კარგად ითამაშა, რომ ნიგერის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2009 წლის 4 თებერვალს რუმინეთის საუკეთესო კლუბში, ბუქარესტის "რაპიდში" იჯარით ჩაირიცხა, მაგრამ "კოტონსპორტს" 2009 წლის ზაფხულშივე დაუბრუნდა. ამ კლუბის რიგებში 2011 წელს კამერუნის ჩემპიონი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 711 | დაამატა: daundobeli777 | თარიღი: 2012-05-05 | კომენტარი (0)

ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0