მთავარი » 2012 » ივნისი » 16 » სუხიაშვილი მეტალურგში
9:40 PM
სუხიაშვილი მეტალურგში


 

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ანზორ სუხიაშვილმა, რომელსაც მარტვილის „მერანთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, გუნდი დატოვა და რუსთავის „მეტალურგში" გადაბარგდა. 24 წლის მარცხენა მცველით რუსთაველთა დამრიგებელი კობა ჟორჟიკაშვილი ჯერ კიდევ ზამთრის შესვენების პერიოდში დაინტერესდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ გახორციელდა, ფეხბურთელმა მარტვილში დარჩენა არჩია.

აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში სუხიაშვილმა 35 მატჩი ჩაატარა. ის, რომ „მერანი" ზედა რვიანში უპრობლემოდ მოხვდა დიდწილად მისმა თამაშმაც განაპირობა.

ანზორ სუხიაშვილი: "მერანში" ორი ნაყოფიერი წელი დავყავი და როგორც ფეხბურთელი, რასაკვირველია, გავიზარდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ გულშემატკივრებს, ხელმძღვანელობას, მათგან ყოველთვის სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი. „მერანი" კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. „მეტალურგთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, უახლოეს დღეებში გუნდს შევუერთდები და მჯერა, რომ ევროპაზე თავს ღირსეულად წარმოვაჩენთ."

გამორიცხული არ არის „მერანიდან" „მეტალურგში" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს. რუსთაველები გამოცდილი გიორგი მანწკავათი არიან დაინტერესებული და უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა გამოვა ამ საქმიდან. შეგახსენებთ, რომ მანწკავას გადაბირება სომხურ „ულისესაც" სურდა.

აქვე გეტყვით, რომ „მეტალურგი" 9 ივნისს რუსთავში შეიკრიბება, სადაც ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ევროპის ლიგისათვის მოემზადებიან.

ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 741 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 daundobeli777  
0
aba Shen ici

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0