
დღეს ჩატარდა მე-19 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გორის "დილასა” და რუსთავის "მეტალურგს” შორის, რომელიც პირველ რიგში "დილასათვის” იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და თითოეული ქულა ჰაერივით სჭირდება. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, გორელები თავიდანვე გამოირჩეოდნენ, ბურთსაც ფლობდნენ და უფრო სახიფათოდაც უტევდნენ. მათმა მცდელობებმა უშედეგოდ არ ჩაიარა და პირველი ნახევარი ორბურთიანი უპირატესობით დაამთავრეს, თავი ჯიქიამ (35′) და ლექვთაძემ (43′) გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კახელიშვილმა (61′) სამ ბურთამდე გაზარდა უპირატესობა, ხოლო რუსთაველებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, ეს ბურთი გეწაძემ ძირითადი დროის დამთავრებამდე გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გუნდების შემადგენლობები: "დილა”: მ. სკენდერი, კ. ალადაშვილი, ლ. სალუქვაძე, ლ. თოთაძე, ა. ინწკირველი, ზ. არზიანი (გ. ბეჭვაია 60′), შ. კაშია (ი. კანდელაკი 55′), ი. ლექვთაძე, გ. კახელიშვილი, გ. ილურიძე (გ. ქარქუზაშვილი 80′), რ. ჯიქია. სათადარიგო: ბ.შეყრილაძე, დ. მეგრელიშვილი, ი. კანდელაკი, გ. ქარქუზაშვილი, გ. ბეჭვაია, რ. ბარაბაძე, მ. ვაწაძე. "მეტალურგი”: გ. ბედიაშვილი, გ. ოთარიშვილი, გ. ჭედია (დ. დობროვოლსკი 80′), რ. გეწაძე, ი. სიხარულიძე, გ. გავაშელიშვილი, ლ. ჯაფარიძე, გ. თექთურმანიძე (გ. ქავთარაძე 65′), ს. თოდუა, ი. მაისურაძე, მ. მახვილაძე. სათადარიგო: ზ. ბათიაშვილი, დ. ტატანაშვილი, გ. ქავთარაძე, ი. მოდებაძე, დ. დობროვოლსკი, გ. სეთურიძე. გოლები: ჯიქია (35′), ლექვთაძე (43′), კახელიშვილი (61′), გეწაძე (90′).
|