ავად თუ კარგად, ქართული სეზონი დასრულდა და მისი შეჯამების დროც დადგა.
ჩემპიონატმა და თასის გათამაშებამ საკმაოდ მოგვიტანა უარყოფითი ემოციები, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შრომა დავაფასოთ.
ტრადიციულად, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ასახელებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მოსაზრება გულშემატკივართა დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა.
სიმბოლურში ორი რუსთაველი მოხვდა, საუკეთესო მცველი გივი კვარაცხელია
გამოცდილი მცველი "მეტალურგის" ნამდვილი ლიდერია და საკუთარ სიტყვას მხოლოდ უკანა ხაზში კი არა, მთელ მოედანზე ამბობს. მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე კი პრინციპულ მატჩებში თამაშობდა.
და გამორჩეული ნახებარმცველი რევაზ გეწაძე, რომელმაც 5 გოლის გატანა შეძლო და სეზონიი მშვენივრად ჩაატარა.