მთავარი » 2012 » მაისი » 3 » მეტალურგი რუსთავი 1-0 დილა
3:06 PM
მეტალურგი რუსთავი 1-0 დილა

"მეტალურგი” (რუსთავი) 1-0 "დილა” (გორი)

2012 წლის 28 აპრილს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-9 ტურის მატჩები, სადაც გორის „დილა" რუსთავის „მეტალურგს" ესტუმრა ფოლადის სტადიონზე.

ტურის ცენტრალური მატჩი კი იმერული დერბი იყო, სადაც ქუთისის „ტორპედომ" მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონს" უმასპინძლა, რომელიც ცოტა მოგვიანებით 18:00 საათზე დაიწყო და ქუთაისელებმა ბოლო წუთებში მეორე გატანილი ბურთის წყალობით ზესტაფონელები პირველ ადგილს ჩამოაშორეს, შეხვედრაში სამი ბურთი გავიდა და 2-1 დასრულდა.

ახლა კი ჩვენს შეხვედრას დავუბრუნდეთ, გორელებმა და რუსთაველებმა შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ჩაატარეს, განსაკუთრებით, მასპინძელი აქტიურობდნენ და ორჯერ "დილას” კარი ძელმა იხსნა.

თუმცა შეხვედრაში ყველაზე რეალური მომენტი 70-ე წუთზე შეიქმნა, როცა შეცვლაზე შემოსულ კანდელაკს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ გორელთა კიპერმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და სიზუსტეზე გათვლილი დარტყმა, რომელიც არჩთუ ისე ძლიერი იყო, ხელებში გაიმაგრა, ასე რომ ანგარიში ისევ გაუხსნელი დარჩა 0-0.

"მეტალურგმა” თავისი მაინც გაიტანა და მატჩის 76-ე წუთზე შორეული დარტყმით რევაზ გეწაძემ ანგარიში გახსნა 1-0. შეხვედრის დარჩენილ წუთებში საინტერესო არაფერი მომხდარა და რუსთაველებმა ამ გამარჯვებით ზესტაფონი პირველი ადგილიდან ჩამოაგდო, რომელმაც ქუთაისში მარცხი განიცადა და "მეტალურგი” მოპოვებული სამი ქულით ჩემპიონატში გალიდერდა.

"დილა” კი 28 ქულით ისევ მე-5 ადგილზე იმყოფება და ექვსი ქულით ჩამორჩება უახლოეს მდევარს, თბილისის "დინამოს”.



გუნდების შემადგენლობა:

"მეტალურგი”: გ. ბედიაშვილი, გ. კვარაცხელია (კაპ.), ლ. რაზმაძე, ს. თოდუა (გ. სეთურიძე 65′), რ. გეწაძე, რ. ჯაფარიძე, მ. მახვილაძე, დ. დობროვოლსკი, დ. ტატანაშვილი, ი. სიხარულიძე, გ. თექთურმანიძე (გ. ქავთარაძე 84′).

მთავარი მწვრთნელი:კობა ჟორჟიკაშვილი.

"დილა”: მ. სკენდერი, ლ. თოთაძე, გ. ქარქუზაშვილი, დ. მეგრელიშვილი, კ. ალადაშვილი, შ. კაშია, გ. ბეჭვაია (ი. კანდელაკი 68′), ა. გურული, გ. კახელიშვილი, გ. გოგინაშვილი (რ. ახალკაცი 46′), რ. ბარაბაძე (რ. ჯიქია 15′).

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე.

გოლები: რ. გეწაძე (76′) 1-0.

მთავარი არბიტრი: ჯენერი ხორავა.



ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-9 ტურის მატჩები:

„ბაია" 2–3 „კოლხეთი" _ 16:00

„მეტალურგი" 1–0 „დილა" _ 16:00

„მერანი" 1–3 „დინამო" (თბ.) _ 16:00

„ტორპედო" 1–2 „ზესტაფონი" _ 18:00

ნანახია: 711 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0